გორის მუნიციპალიტეტში გამოკითხული პედაგოგების 82%-ზე მეტი ამბობს, რომ სკოლაში ბულინგის შემთხვევებს შესწრებია
გამოკითხულ პედაგოგთა 82.5% აცხადებს, რომ სკოლაში შესწრებია ბულინგის შემთხვევებს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამის შესახებ სტატია გორის უნივერსიტეტის 2023 წლის სამეცნიერო ჟურნალშია გამოქვეყნებული.
EDU.ARIS.GE-ს დღეს, 2 თებერვალს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაუზუსტეს, რომ კვლევა ადგილობრივ დონეზე ჩატარდა და მისი შედეგები ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა გორის უნივერსიტეტის კონფერენციაზე წარმოადგინა.
სასკოლო კვლევის ფარგლებში 46 რესპოდენტმა მიიღო მონაწილეობა. უმრავლესობა მათგანი იყვნენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მომუშავე პედაგოგები.
კვლევის მიხედვით, 77.5% ასახელებს, რომ ბულინგის შემთხვევებს თვეში ერთხელ შესწრებია, ხოლო 5% – კვირაში ერთხელ. 15% პროცენტი კი არასოდეს შესწრებია.
კითხვაზე, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა – პედაგოგთა 85% – მა თქვა, რომ ბულერი უნდა დაისაჯოს და ავუხსნათ რატომ ისჯება. 15% ასახელებს, რომ არ უნდა დაისაჯოს და საუბარიც საკმარისია.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 90%-ს აქვს კონტაქტი სოციალურ მუშაკთან. 10%-ს კი აქვს.
გარდა ამისა, გამოკითხულთა 84,52% სახელებს, რომ სკოლებში მოსწავლეებს შორის ხდება ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო ურთიერთობების შესახებ. 2,55% ასახელებს, რომ ხდება ცნობიერების გაზრდა, 12.82% ასახელებს, რომ არასოდეს ხდება მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით.
წყარო: qartli.ge
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE