GE

გორის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ერთმანეთი სცემეს, ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო

დღეს, 7 აპრილს, გორის მერვე საჯარო სკოლაში მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტი გორიდან იუწყება, რომ მერვეკლასელებს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და მოსწავლეებმა ერთმანეთი დასვენებაზე, სკოლის ტერიტორიაზე სცემეს.

როგორც გავარკვიეთ, სიტუაციის იმდენად დაიძაბა, რომ სკოლის მანდატური იძულებული გახდა, სკოლაში საპატრულო პოლიცია გამოეძახებინა და ადგილზე ვითარება სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განმუხტეს.

„ჯერ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა და სიტუაცია მალევე დაიძაბა. ჩხუბში სხვა მოსწავლეებიც ჩაერთნენ და პოლიცია გამოიძახეს“, – ამბობს ერთ-ერთი მოსწავლე.

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური