GE

„გვასწავლეთ და ვინ ოხერი იტყვის უარს მატრიცების დაწერაზე?!“

ქართული ენის კონსულტანტ მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული, გიორგი ჭაუჭიძე დღეს, 8 სექტემბერს, პედაგოგებისგან სასწავლო ერთეულის – მატრიცის შექმნის საკითხს ეხმაურება:

“ამ მასწავლებლებს ისეთ დავალებას რომ აძლევენ (მატრიცების შედგენას ვგულისხმობ), რომლებსაც სახელმძღვანელოს ავტორებიც კი ვერ ან უხარისხოდ ვასრულებთ, რა ვითარებაა?!
არქიფო სეთურმაც კი (დიდება და სათნოება მის სახელებს!) დაუნიშნა მასწავლებელი თავის სამწყსოს.

გვასწავლეთ და ვინ ოხერი იტყვის უარს მატრიცების დაწერაზე?! განა, მატრიცების გარეშე სწავლება-სწავლა ეგების?!

არ ეგების.

P. S. სრულიად ზედმეტია მასწავლებლებისთვის იმაზე მეტის მოთხოვნა, რაც შეტანილია სახელმძღვანელოთა მასწავლებლის წიგნებში. სასწავლო პროცესში მოახერხებს მასწავლებელი, რა შეცვალოს და რა არა შეთავაზებული მატრიცებიდან”, – წერს გიორგი ჭაუჭიძე გამოქვეყნებულ წერილში, რომელსაც საინტერესო ფოტოს ურთავს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური