I ადგილი – 3000 ლარი, II ადგილი – 2000 ლარი, III ადგილი – 1000 ლარი – რომელი სპორტსმენები დაემატა ფულადი ჯილდოს მიმღებთა სიას
თბილისის მერია, დღემდე მხოლოდ ოლიმპიადისა და მსოფლიო ჩემპიონატების ოლიმპიურ სახეობებში საპრიზო ადგილების მფლობელებს აჯილდოვებდა. ამიერიდან კი, ფულად ჯილდოს მიიღებენ როგორც ოლიმპიადის, ისე პარაოლიმპიადის პრიზიორები. ასევე – მსოფლიო ჩემპიონატზე ოლიმპიურ/პარაოლიმპიურ თუ არაოლიმპიურ სპორტის სახეობებში გამარჯვებულები; ევროპის ჩემპიონატის – ოლიმპიური/პარალიმპიური და არაოლიმპიური სპორტის სახეობების და ეროვნული ჩემპიონატის პრიზიორებიც. ფულადი ჯიდლო გადაეცემათ სპორტის სხვადასხვა სახეობებში გამარჯვებულ ჭაბუკებსაც, რომელთა ასაკი განისაზღვრება 8-დან 20 წლამდე.
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-12 დადგენილებაში ცვლილები შევიდა, რაც ოლიმპიადებზე, მსოფლიო, ევროპის თუ საქართველოს ჩემპიონატებზე პრიზიორების ფულად ჯილდოს გულისხმობს. ცვლილებების მიხედვით, ოლიმპიადებისა და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორთა თანხა ისევ იმ რაოდენობის იქნება, რომელიც 2019 წლის 12 თებერვლის დადგენილებით არის განსაზღვრული.
ოლიმპიური/პარალიმპიური თამაშების პრიზიორები დაჯიდლოვდებიან:
I ადგილი – 15 000 ლარი
II ადგილი – 10 000 ლარი
III ადგილი – 7 000 ლარი
მსოფლიო ჩემპიონატზე, ოლიმპიური/პარალიმპიური სპორტის სახეობების პრიზიორები დაჯილდოვდებიან:
ეროვნული
I ადგილი – 7000 ლარი
II ადგილი – 5000 ლარი
III ადგილი – 3000 ლარი
ახალგაზრდული
I ადგილი – 6000 ლარი
II ადგილი – 3000 ლარი
III ადგილი – 2000 ლარი
ჭაბუკები
I ადგილი – 3000 ლარი
II ადგილი – 2000 ლარი
III ადგილი – 1000 ლარი
ევროპის ჩემპიონატის ოლიმპიური/პარალიმპიური სპორტის სახეობების პრიზიორები დაჯილდოვდებიან:
ეროვნული
I ადგილი – 5000 ლარი
II ადგილი – 3000 ლარი
III ადგილი – 2000 ლარი
ახალგაზრდული
I ადგილი – 3000 ლარი
II ადგილი – 2000 ლარი
III ადგილი – 1000 ლარი
ჭაბუკები
I ადგილი – 2000 ლარი
II ადგილი – 1000 ლარი
III ადგილი – 500 ლარი
მსოფლიო ჩემპიონატის არაოლიმპიური სპორტის სახეობების პრიზიორები დაჯილდოვდებიან:
ეროვნული
I ადგილი – 3000 ლარი
II ადგილი – 2500 ლარი
III ადგილი – 2000 ლარი
ახალგაზრდული
I ადგილი – 2500 ლარი
II ადგილი – 2000 ლარი
III ადგილი – 1500 ლარი
ჭაბუკები
I ადგილი – 2000 ლარი
II ადგილი – 1500 ლარი
III ადგილი – 1000 ლარი
ევროპის ჩემპიონატის არაოლიმპიური სპორტის სახეობების პრიზიორები დაჯილდოვდებიან:
ეროვნული
I ადგილი – 2500 ლარი
II ადგილი – 2000 ლარი
III ადგილი – 1500 ლარი
ახალგაზრდული
I ადგილი – 2000 ლარი
II ადგილი – 1500 ლარი
III ადგილი – 1000 ლარი
ჭაბუკები
I ადგილი – 1500 ლარი
II ადგილი – 1000 ლარი
III ადგილი – 500 ლარი
ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის, ფრენბურთის, ხელბურთის ან ჰოკეის (დარბაზის) საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მიღწეული წარმატებისთვის, ქალთა გუნდების/კლუბების დაჯილდოება შესაძლებელია შემდეგნაირად:
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა
I ადგილი – 10 000 ლარი
II ადგილი – 8 000 ლარი
III ადგილი – 5 000 ლარი
პარასპორტის გუნდური სახეობის საქართველოს ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისთვის, იმ გუნდების/კლუბების დაჯილდოება, შესაძლებელია შემდეგნაირად:
პარასპორტის გუნდური სახეობის საქართველოს ჩემპიონატი
I ადგილი – 10 000 ლარი
II ადგილი – 8 000 ლარი
III ადგილი – 5 000 ლარი
სპორტსმენებს, რომელთა ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) და ფუნქციონირების ადგილი ჩემპიონატის დაწყებამდე და მიმდინარეობისას არის ქალაქი თბილისი, მიღწეული წარმატებისთვის, ფულადი ჯილდოები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების შეტანის შემდეგ გადაეცემათ.
თბილისის საკრებულოს დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეზე“ 22 დეკემბერს გამოქვეყნდა და ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
- 5 და 6 ოქტომბერს „თბილისობა 2024“ ჩატარდება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის by ინფოLIFE
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 005-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის II კვარტალში by ინფოLIFE
- თუ სწავლის დაწყების პირველ დღეს შვილების ფოტოების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებას აპირებთ – რჩევები უსაფრთხოებისთვის by ინფოLIFE