იქნება თუ არა წელს მეორადი ჩარიცხვები – რა პასუხი აქვს განათლების მინისტრს
აბიტურიენტებისთვის მეორადი ჩარიცხვები წელს არ განხორციელდება. ამის შესახებ Aris.ge-განათლებას განათლებისა და მეცნერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მინისტრის განმარტებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს სექტემბრიდან თავისუფალი და მეორადი ჩარიცხვებისთვის საჭირო დრო არ ექნება.
,,მეორადი ჩარიცხვები წელს ფიზიკურად ვერ განხორციელდება. წელს სექტემბრიდან პედაგოგთა სქემის განხორციელებას ვიწყებთ და ყოველი დღე ძვირფასია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის. ამასთანავე, სექტემბრიდან დაიწყება პროფესიული განათლებაზე განაცხადების მიღება. აქედან გამომდინარე, მეორადი ჩარიცხვები წელს ვერ განხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ აბიტურინეტები ხშირად არ ემორჩილებიან და არღვევენ წესებს, მაქსიმალურად ვცდილობთ დავეხმაროთ, თუმცა წელს ამის საშუალება არ გვაქვს,”- განაცხადა მინისტრმა.
ეკა არის© წივწივაძე
-
ჯილდო 1000 ლარი აბიტურიენტს, რომელიც ეროვნული გამოცდის ერთ საგანში უმაღლეს ქულას მიიღებს – რეგიონის საკრებულოს დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
ვეკუას სკოლაში სასწავლო პროცესი გარკვეული დათქმებით განახლდა – „მოსწავლეთა დასწრება კარგია, ჩვეულებრივი“
by ARIS.GE-განათლება
-
საქართველოს რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაწყობდება სასკოლო ფორმები და განთავსდება ფასდაკლების ბანერები – სია
by ამბები ზოგადი განათლებიდან