ისწავლეთ იაპონიის მოწინავე ტექნიკურ უნივერსიტეტში (KUAS) და მიიღეთ მსოფლიო დონის განათლება ხელსაყრელ ფასად!
კიოტოს უმაღლეს მეცნიერებათა უნივერსიტეტი (KUAS) არის აკრედიტებული ოთხწლიანი კერძო უნივერსიტეტი, რომელიც დაფუძნდა 1969 წელს ქალაქ კამეოკაში, კიოტოს დასავლეთ პრეფექტურაში, იაპონიაში.
უნივერსიტეტში ხუთი საბაკალავრო და ხუთი სამაგისტრო ფაკულტეტია.
საბაკალავრო ფაკულტეტებში შედის: ეკონომიკის და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერების ფაკულტეტი, ბიო-ეკოლოგიური მეცნიერების ფაკულტეტი, ჯანდაცვის და სამედიცინო მეცნიერების ფაკულტეტი და ინჟინერიის ფაკულტეტი.
სამაგისტრო ფაკულტეტებში შედის: ეკონომიკის უმაღლესი სკოლა, ადამიანური კულტურის უმაღლესი სკოლა, ბიზნესის ადმინისტრირების სკოლა, ბიოეკოლოგიური მეცნიერების უმაღლესი სკოლა და ინჟინერიის უმაღლესი სკოლა.
უნივერსიტეტის ინჟინერიის ფაკულტეტმა დაიწყო პროგრამების შეთავაზება, რომელიც მთლიანად ინგლისურ ენაზე ისწავლება, რაც მნიშვნელოვან ცვლილებაზე მიუთითებს ინტერნაციონალიზაციისა და ინგლისურ ენაზე სწავლების კუთხით.
რას ნიშნავს KUAS ინჟინერია?
ნიშნავს იყო მსოფლიო მასშტაბის პრაქტიკული გამოცდილების მქონე ინჟინერი!
იხილეთ სასწავლო პროგრამების აღწერა ქართულ ენაზე:
მექანიკური და ელექტრო სისტემის ინჟინერიის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა (4 წელი),
მექანიკური და ელექტრო სისტემის ინჟინერიის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა (2 წელი),
სადოქტორო პროგრამა (3 წელი).
რატომ უნდა ისწავლო KUAS-ის საინჟინრო ფაკულტეტზე?
კიოტოს უმაღლეს მეცნიერებათა უნივერსიტეტი (KUAS) გამოირჩევა ინჟინერიის პროგრამით და მჭიდრო კავშირებით ქვეყანაში არსებულ გადამამუშავებელ მრეწველობასთან, რომელიც მსოფლიოში ცნობილია თავისი საინჟინრო ხელოვნებით. KUAS ინჟინერიის ფაკულტეტი წარმოადგენს სრულიად ახალ, ინგლისურენოვან მოდელს იაპონიის საინჟინრო განათლებაში.
ინჟინერიის ფაკულტეტი შეიქმნა მსოფლიოში ცნობილი პროფესორ-მასწავლებლებისა და პროფესიონალი ინჟინრების ჯგუფის მონაწილეობით. დღესდღეობით KUAS ორიენტირებულია ტექნოლოგიაზე, რომელიც ქმნის ჩვენს მომავალს – როგორიცაა ელექტრომობილები, უპილოტო აპარატურა, რობოტები, ხელოვნური ინტელექტი (AI), დანადგარები, ძრავებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, ელექტროენერგიის გენერაციის სისტემები და სხვა მრავალი – მიესალმება მსოფლიოს ინჟინრების ახალ თაობას კიოტოში.
თანამედროვე / მოწინავე ტექნოლოგიის შესაქმნელად არსებითი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე განათლების მიღებას. სწორედ ამიტომ KUAS საინჟინრო პროგრამის საბოლოო მიზანია განუვითაროს სტუდენტებს პირდაპირ გამოყენებადი რეალური უნარ-ჩვევები, რაც მათ მისცემს ბრწყინვალე ცოდნის გამოვლენის შესაძლებლობას ინჟინერიის თანამედროვე სამყაროში.
კიოტო ინჟინრებს უქმნის უნიკალურ მასტიმულირებელ გარემოს კარიერული განვითარებისთვის. კიოტო ცნობილია, როგორც ინდუსტრიული ქალაქი, სადაც მსოფლიო მასშტაბით წარმატებული მექანიკური და ელექტრონული მოწყობილობების კომპანიების სათაო ოფისებია განთავსებული.
ყველა საგანი – ინგლისურ ენაზე: KUAS სთავაზობს ნოვატორულ საინჟინრო პროგრამას, რომელიც მთლიანად ინგლისურ ენაზე ისწავლება.
იაპონური ენის შემსწავლელი ინტენსიური კურსები: KUAS სთავაზობს ყველა საერთაშორისო სტუდენტს იაპონური ენის შემსწავლელ ინტენსიურ კურსებს მომავალი კარიერული შესაძლებლობების გაფართოებისთვის, დამატებითი საფასურის გარეშე.
ძლიერი, პრაქტიკული პროგრამა: KUAS სთავაზობს მრავალდისციპლინურ საინჟინრო კურსებს, ჯგუფურ პროექტებს და სასწავლო პროგრამებს პროექტის პრაქტიკული განხორციელების პროცესში, რომელიც მოამზადებს სტუდენტებს წარმატებული კარიერისთვის არსებულ ინდუსტრიებში.
კარიერული ზრდის განსაკუთრებული შესაძლებლობები: KUAS კარიერული ზრდის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს აძლევს სტუდენტებს როგორც იაპონიაში, ასევე მთელ მსოფლიოში, ძლიერი ინდუსტრიული კავშირების გამოყენებით და პროფესიონალი კონსულტანტების ხელშეწყობით.
KUAS-ს ინჟინერიის ფაკულტეტის მოქნილობის მაღალი დონე სპეციალიზაციაში შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს გაიღრმავონ ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა ქვე-სფეროებში, რაც საჭიროა პროფესიონალურად დაბალანსებული ინჟინრებისთვის. სისტემატური, მულტიდისციპლინური პროგრამა 13 სფეროს მოიცავს:
- ინსტრუმენტული საშუალებები,
- სქემები,
- მოწყობილობები,
- კომუნიკაცია,
- აქტუატორები,
- ენერგეტიკა,
- პროექტირება და წარმოება,
- რობოტექნიკა,
- იონიკა,
- მასალები,
- მექანიკა,
- კონტროლი და მართვა,
- ელექტრომაგნეტიზმი,
სტუდენტებს შეუძლიათ შეიძინონ ერთმანეთთან თანამშრომლობისა და პრობლემის გადაჭრის პრაქტიკული უნარები, შეუძლიათ გახდნენ მსოფლიო მასშტაბის პრაქტიკული გამოცდილების მქონე ინჟინრები!
მისალმება თავმჯდომარისგან
სიგენობუ ნაგამორი იაპონელი მილიარდერი ბიზნესმენია, მყარი დისკების და ოპტიკური მოწყობილობების მიკროძრავების მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებლის, Nidec–ის გენერალური დირექტორი და თავმჯდომარე და კიოტოს უმაღლეს მეცნიერებათა უნივერსიტეტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე: “კეთილი, მოდით გავაოცოთ მსოფლიო”.
ცხოვრება KUAS–ში
KUAS მდებარეობს ორ კამპუსში: ახალი უზუმასას კამპუსი, რომელზეც წვდომა ადვილია ქალაქ კიოტოდან და კამეოკას ფართო კამპუსი, რომელიც მდებარეობს დასავლეთ კიოტოს პრეფექტურის მთებში.
უზუმასას კამპუსში განთავსებულია KUAS–ს ახალი მაღალ–ტექნოლოგიური საინჟინრო კორპუსი, საერთაშორისო სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი, ორი ბიბლიოთეკა, წიგნის მაღაზია და სხვა. კამეოკას კამპუსში განთავსებულია მრავალი სპორტული ობიექტი, როგორიცაა ჩოგბურთის კორტები, სპორტული დარბაზები და კალათბურთის მოედანი. ორივე კამპუსში მოწყობილია მინიმარკეტები და კაფეტერიები ჯანსაღი, ხელმისაწვდომი საკვების ფართო არჩევანით.
ყველა სტუდენტს უფასოდ შეუძლია გადაადგილდეს კამპუსებს შორის სწავლის, სოციალიზაციის, ვარჯიშის და საზოგადოებრივ აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად.
KUAS მხარს უჭერს და ეხმარება სტუდენტებს სამუშაოს ძიებაში.
კიოტოში ბევრი მსოფლიო მასშტაბით წარმატებული მექანიკური და ელექტრონული მოწყობილობების კომპანიების სათაო ოფისია განთავსებული. აღნიშნულის გათვალისწინებით, KUAS–ს კარიერული მხარდაჭერის და სტაჟირების ჯგუფები დაეხმარებიან საინჟინრო სპეციალობის სტუდენტებს აღნიშნულ ინდუსტრიებთან დაკავშირებაში და სტიმულს მისცემს მათ გამოიყენონ იაპონიაში არსებული კარიერული ზრდის ფართო შესაძლებლობები. სტუდენტებს ასევე შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საზღვარგარეთ სტაჟირების პროგრამებში ან მოძებნონ სამუშაო საზღვარგარეთ.
რატომ ვისწავლო კიოტოში?
კიოტო იაპონიის მთავარ კუნძულზე მდებარეობს და იაპონიის დედაქალაქი იყო თავისი 1200- წლიანი ისტორიიდან 1000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. დღეს, შესანიშნავად დაცული იაპონური კულტურა თანაარსებობს აქტიურ სტუდენტურ საზოგადოებასა და უნიკალურ მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიასთან, რომელიც ქალაქში განფენილ ათასობით სალოცავსა და ციხეებს შორისაა გაფანტული.
ავტომობილები, რობოტები, ვიდეო–თამაშები და სამედიცინო აპარატურა – ის მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც კიოტო დღესდღეობით აწარმოებს მოჭიქულ ნაკეთებებთან, ჩაისთან და აბრეშუმის კიმონოსთან ერთად.
8 საკითხი, რომელიც უნდა იცოდეთ კიოტოში (იაპონია) სწავლის შესახებ
KUAS-ში სწავლის გაგრძელების სურუვილის შემთხვევაში დაუკავშირდით:
განათლების საკონსულტაციო ცენტრი PRIME STUDY,
კიოტოს უმაღლეს მეცნიერებათა უნივერსიტეტი (KUAS)-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: info@primestudy.ge
ვები: primestudy.ge
ტელ: 571 12 00 00
ფეისბუკის გვერდის ნახვა
სასწავლო პროგრამების აღწერა ქართულ ენაზე:
მექანიკური და ელექტრო სისტემის ინჟინერიის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა (4 წელი),
მექანიკური და ელექტრო სისტემის ინჟინერიის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა (2 წელი),
- ანა მამალაძე: Study in Latvia – ევროპული განათლების, დაფინანსებისა და პერსპექტივების მიღების ახალი გზა ქართველი სტუდენტებისთვის by ARIS.GE-განათლება
- როცა მსოფლიო ბრენდებისთვის სასურველი თანამშრომელი ხარ, გზა უსაზღვრო შესაძლებლობებისკენ გეხსნება! by სწავლა საზღვარგარეთ
- შვეიცარიის კულინარიული ხელოვნების აკადემია – ისწავლეთ კულინარების მაღალკვალიფიციური გუნდისგან მსოფლიო დონის კულინარიულ სკოლაში! by სწავლა საზღვარგარეთ