GE

მექანიკური და ელექტრო სისტემის ინჟინერიის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა – კიოტოს უმაღლეს მეცნიერებათა უნივერსიტეტი (KUAS)

 

კიოტოს უმაღლეს მეცნიერებათა უნივერსიტეტი (KUAS) არის აკრედიტებული ოთხწლიანი კერძო უნივერსიტეტი, რომელიც დაფუძნდა 1969 წელს ქალაქ კამეოკაში, კიოტოს დასავლეთ პრეფექტურაში, იაპონიაში. უნივერსიტეტი განლაგებულია ორ კამპუსში –  ქალაქ კიოტოში და ქალაქ კამეოკაში.

ინჟინერიის ფაკულტეტი

მექანიკური და ელექტრო სისტემის ინჟინერიის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა (4 წელი).

მიღების განრიგი

რეგულარული მიღება
ონლაინ განაცხადების მიღების დაწყება – 1 დეკემბერი, 2020
ონლაინ განაცხადების მიღების დასრულება – 8 იანვარი, 2021
ონლაინ გასაუბრება (ვისაც ეხება*) – შუა იანვარი, 2021
შეთავაზებებისა და სტიპენდიების წინადადების გაგზავნა – 19 თებერვალი, 2021
შეთავაზებების დადასტურების საბოლოო თარიღი – 12 მარტი, 2021

საბოლოო მიღება
ონლაინ განაცხადების მიღების დაწყება – 8 თებერვალი, 2021
ონლაინ განაცხადების მიღების დასრულება – 14 მარტი, 2021
ონლაინ გასაუბრება (ვისაც ეხება*) – შუა მარტი, 2021
შეთავაზებებისა და სტიპენდიების წინადადების გაგზავნა – 16 აპრილი, 2021
შეთავაზებების დადასტურების საბოლოო თარიღი — 6 მაისი, 2021

გახდი მსოფლიო მასშტაბის პრაქტიკული გამოცდილების მქონე ინჟინერი!

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე, რომ ისწავლო KUAS-ში?

აკადემიური მოთხოვნები:

აპლიკანტს უნდა ჰქონდეს სრული საშუალო განათლება, აპლიკაციის შევსება დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს შეუძლია.

აპლიკანტი უნდა ერკვეოდეს მათემატიკასა და ფიზიკაში საშუალო სკოლის დონეზე.

მათემატიკა: ალგებრა, გეომეტრია, ანალიზის საწყისები, სტატისტიკა.
ფიზიკა: ძალა და მოძრაობა, ტალღები, ელექტროობა და მაგნეტიზმი, ატომები.

მოთხოვნები ინგლისურ ენასთან დაკავშირებით:

KUAS-ის ინჟინერიის ფაკულტეტზე სწავლების ენა არის ინგლისური. შესაბამისად, ყველა აპლიკანტმა უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლია ინგლისურ ენაზე ცოდნის მიღება. KUAS-ში მოქმედებს ინგლისური ენის ცოდნის დონის შემდეგი შეფასებები:

მინიმალური მოთხოვნები:

TOEFL Internet-based (iBT): 80
IELTS Academic overall band score: 6.0
PTE Academic: 50
Duolingo English Test : 105

KUAS-ის სტუდენტები თანამედროვე ტექნოლოგიებს პრაქტიკული სასწავლო პროგრამის ფარგლებში შეისწავლიან, სადაც უახლესი მეთოდოლოგია არის გამოყენებული.

KUAS-ს ინჟინერიის ფაკულტეტის მოქნილობის მაღალი დონე სპეციალიზაციაში შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს გაიღრმავონ ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა ქვე-სფეროებში, რაც საჭიროა პროფესიონალურად დაბალანსებული ინჟინრებისთვის. სისტემატური, მულტიდისციპლინური პროგრამა  13 სფეროს მოიცავს:

  • ინსტრუმენტული საშუალებები,
  • სქემები,
  • მოწყობილობები,
  • კომუნიკაცია,
  • აქტუატორები,
  • ენერგეტიკა,
  • პროექტირება და წარმოება,
  • რობოტექნიკა,
  • იონიკა,
  • მასალები,
  • მექანიკა,
  • კონტროლი და მართვა,
  • ელექტრომაგნეტიზმი,

სტუდენტებს შეუძლიათ შეიძინონ ერთმანეთთან თანამშრომლობისა და პრობლემის გადაჭრის პრაქტიკული უნარები, შეუძლიათ გახდნენ მსოფლიო მასშტაბის პრაქტიკული გამოცდილების მქონე ინჟინრები!

იხილეთ საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმი

სწავლის საფასური (საბაკალავრო პროგრამა )

1–ლი წელი –  1,654,410 JPY (15,040 USD)
მე–2 წელი – 1,476,500 JPY (13,422 USD)
მე–3 წელი –  1,476,500 JPY (13,422 USD)
მე–4 წელი – 1,501,500 JPY (13,650 USD)

საფასურში არ შედის ცხოვრების და კვების ხარჯები.

ინფორმაცია საერთო საცხოვრებლის შესახებ

საერთაშორისო სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი მიშენებულია კიოტოს უზუმასას კამპუსის სამხრეთ კორპუსზე, შესაბამისად საცხოვრებლად ეს ძალიან მოხერხებული ადგილია. საერთო საცხოვრებელში ცხოვრება მხოლოდ პირველკურსელებს შეუძლიათ, შემდეგ სტუდენტებმა საცხოვრებელი ადგილი კამპუსის გარეთ უნდა მოძებნონ.

საერთო საცხოვრებლის საფასური
ერთჯერადი გადასახადი – 20,000 იაპონური იენი (JPY)
ყოველთვიური გადასახადი – 63,650 იაპონური იენი (JPY),
გადასახადი მოიცავს სამუშაო დღეებში ორჯერად კვებას, კომუნალურ მომსახურებას, საცხოვრებლის მომსახურების საფასურს და GCL პროგრამის საფასურს.

სტიპენდიები

KUAS-ში ორი ტიპის სტიპენდია არსებობს. აპლიკანტმა, რომელსაც სურს სტიპენდიის მოპოვება, უნდა მიუთოთოს ეს აპლიკაციის შევსების დროს. როგორც წესი, სტიპენდია მიეცემათ სტუდენტებს, რომლებსაც განსაკუთრებული აკადემიური წარმატებები აქვთ. სტიპენდიანტები გაივლიან ხელახალ ატესტაციას სემესტრში ერთხელ. სტუდენტები, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებენ საბაზო მოთხოვნებს, ამოღებული იქნებიან სასტიპენდიო პროგრამიდან.

სუპერ სტიპენდია
სტიპენდია პერსონალური ხარჯებისთვის –  1,200,000 JPY (10909 USD) წელიწადში
სწავლის საფასურის გადახდისგან გათავისუფლება (100%)
ჩარიცხვის საფასურიდან გათავისუფლება (100% )

სტიპენდია (I)
სწავლის საფასურის შემცირება (100%)
ჩარიცხვის საფასურის შემცირება (100%)

სტიპენდია (II)
სწავლის საფასურის შემცირება (50%)
ჩარიცხვის საფასურის შემცირება (50%)

სტიპენდია (III)
სწავლის საფასურის შემცირება (30%)
ჩარიცხვის საფასურის შემცირება (30%)

საჭირო დოკუმენტები:

ფოტოსურათი
ესე (300–350 სიტყვა)
ბოლო ორი წლის აკადემიური ცნობა (ინგლისურ ენაზე)
დამამთავრებელი კლასის მოსწავლის ცნობა  (ინგლისურ ენაზე)
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი (TOEFL iBT/IELTS/PTE/Duolingo)
ორი სარეკომენდაციო წერილი
პასპორტის ასლი

KUAS-ში სწავლის გაგრძელების სურუვილის შემთხვევაში დაუკავშირდით:

განათლების საკონსულტაციო ცენტრი PRIME STUDY,
კიოტოს უმაღლეს მეცნიერებათა უნივერსიტეტი (KUAS)-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში

საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: [email protected]
ვები: primestudy.ge
ტელ: 571 12 00 00
ფეისბუკის გვერდის ნახვა

 

იხილეთ ასევე

მექანიკური და ელექტრო სისტემის ინჟინერიის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა (2 წელი)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm