შვეიცარიის კულინარიული ხელოვნების აკადემია – ისწავლეთ კულინარების მაღალკვალიფიციური გუნდისგან მსოფლიო დონის კულინარიულ სკოლაში!
შვეიცარიის კულინარიული ხელოვნების აკადემია – Culinary Arts Academy Switzerland (CAAS) შვეიცარიაში მიზნად ისახავს თქვენი უნარების სრულყოფას მთელ რიგ პროგრამებში, რომლებიც მორგებულია კულინარიის განვითარების სხვადასხვა ეტაპებისთვის, მათ შორის დემონსტრაციის პროცესი, ინოვაციური სადილი, ვახშამი გურმანებისთვის, მასობრივი წარმოება და ა.შ. პრაქტიკული პროგრამები მოიცავენ ექვსთვიან სტაჟირებას მსოფლიოს ლეგენდარულ რესტორნებსა და სასტუმროებში.
სტუდენტებს საშუალება ექნებათ დრო გაატარონ კულინარიული ინდუსტრიის ლეგენდებთან, რომლებიც CAAS-ის კამპუსებში მასტერკლასებს მართავენ და სტუდენტებს კულინარიის სფეროშო ვარსკვლავობას შთააგონებენ! შვეიცარიაში სწავლისას სტუდენტი გაეცნობა ევროპული სამზარეულოს ნაირსახეობას და გაიფართოებს კულინარიულ ხედვას, ვინაიდან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ სტუდენტებთან ერთად იცხოვრებს.
შვეიცარიის კულინარიული ხელოვნების აკადემია ერთადერთი კულინარიული სკოლაა, რომელიც მსოფლიოს უნივერსიტეტთა QS რეიტინგში მოხვდა, რაც სწავლების უმაღლეს დონეზე მიუთითებს. აკადემიის კურსდამთავრებულები კულინარიაში წარმატებული პროფესიონალები და მეწარმეები არიან, რომლებიც გასტრონომიით არიან გატაცებულები.
ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხს სტუდენტებს დიდი ბრიტანეთის დერბის უნივერსიტეტი ანიჭებს [University of Derby, UK] . პროგრამები ბიზნეს-კულინარიაზე არიან ორიენტირებული და სწავლის საათები სამზარეულოსა და საკლასო სწავლებაზე თანაბრად ნაწილდება. ეს ყველაფერი შესანიშნავია მომავალი მეწარმეებისთვის, რომლებიც საკვებთან დაკავშირებული ბიზნესის წამოწყებას გეგმავენ.
შვეიცარიულ გრანდ დიპლომის პროგრამების მსურველთათვის, კულინარიული ხელოვნების აკადემია ალტერნატიულ, ოდნავ ნაკლებად ხანგრძლივ, სამ 11-კვირიან თემატურ (ვეგეტარიანული სამზარეულოს გარდა) პროგრამას სთავაზობს, რომელიც დამოუკიდებელ ბლოკებად ისწავლება.
დიპლომი / სერტიფიკატი
ვეგეტარიანული კულინარიის ხელოვნების დიპლომი
ისწავლეთ ნებისმიერი კერძის მომზადება და ვეგეტარიანულ დღესასწაულად გარდაქმნა! მოემზადეთ ხუთვარსკვლავიანი მენიუსთვის!
გაიგეთ რამდენად სასარგებლოა ვეგეტარიანული სამზარეულო ჯანმრთელობისთვის, ისწავლეთ ვეგეტარიანული კერძების მომზადება, დაეუფლეთ პრეზენტაციის წესებს, ინგრედიენტის ჩანაცვლებისა და კერძის შესაბამისი ღვინის შერჩევის ხელოვნებას. ამისთვის ორი 11-კვირიანი პროგრამის შესწავლა არის საჭირო.
პროგრამის მიხედვით, კვირაში, დაახლოებით, 20 საათს სამზარეულოში ატარებთ, პრაქტიკული სესიების ჩათვლით. სტუდენტები, რომლებიც ორივე პროგრამას ზედიზედ შეისწავლიან, შვეიცარიაში ან საზღვარგარეთ სრული სტაჟირების გავლას შეძლებენ.
ლე ბუვრეს კამპუსი
ხანგრძლივობა: 1 წელი
სწავლის დაწყება: ივლისი 2021
პროგრამაზე მიღების პირობები
- სრული საშუალო განათლება;
- ინგლისური ენის ცოდნა – IELTS, TOEFL iBT ან გათანაბრებული სერტიფიკატი.
პირდაპირი მიღების პირობები
- პროფესიული სკოლისა ან კოლეჯის დიპლომი კულინარიის განხრით ან პროფესიონალურ სამზარეულოში მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა – IELTS, TOEFL iBT ან გათანაბრებული სერტიფიკატი.
სწავლის სრული საფასურია 40,580 შვეიცარიული ფრანკი (სწავლის, ცხოვრებისა და კვების ჩათვლით).
შვეიცარიელი გრანდ დიპლომი (Swiss Grand Diploma) კულინარიის ხელოვნებაში
შეიყვარეთ კულინარიული ხელოვნება, ძირითადი კულინარიული ტექნიკის 11-კვირიანი მოკლე პროგრამის გავლით. გააგრძელეთ სწავლა კიდევ ორი სემესტრის მანძილზე და მიიღეთ შვეიცარიული გრანდ დიპლომი.
გამოცდილი შეფ-ინსტრუქტორი გიჩვენებთ კულინარიულ ილეთებს და გზას გაგიკვალავთ ახალი უნარების პრაქტიკულ გამოყენებაში. მიუხედავათ იმისა, რომ სამზარეულოში მკაცრი დისციპლინაა, სწავლების სტილი ძალიან ჰარმონიული და მსუბუქია.
პროგრამის მიხედვით, კვირაში, დაახლოებით, 20 საათს სამზარეულოში ატარებთ, პრაქტიკული სესიების ჩათვლით. სტუდენტები, რომლებიც ორ პროგრამას ზედიზედ შეისწავლიან, შვეიცარიაში და საზღვარგარეთ სრული სტაჟირების გავლას შეძლებენ.
ლე ბუვრეს კამპუსი
ხანგრძლივობა: 1 წელი
სწავლის დაწყება: ივლისი/ოქტომბერი 2021
პროგრამაზე მიღების პირობები
- სრული საშუალო განათლება;
- ინგლისური ენის ცოდნა – IELTS, TOEFL iBT ან გათანაბრებული სერტიფიკატი.
პირდაპირი მიღების პირობები
- პროფესიული სკოლისა ან კოლეჯის დიპლომი კულინარიის განხრით ან პროფესიონალურ სამზარეულოში მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა – IELTS, TOEFL iBT ან გათანაბრებული სერტიფიკატი.
სწავლის სრული საფასურია 60’870 შვეიცარიული ფრანკი (სწავლის, ცხოვრებისა და კვების ჩათვლით).
შვეიცარიული გრანდ დიპლომი (Swiss Grand Diploma) საკონდიტრო ნაწარმისა და შოკოლადის წარმოების ხელოვნებაში
კომპლექსური პროგრამა, რომელიც ლუცერნის შუაგულში განლაგებულ და ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ კამპუსში ტარდება, ნამდვილად დააკმაყოფილებს საკონდიტრო ნაწარმისა და შოკოლადის წარმოების ხელოვნებაში დაინტერესებულ მსურველს.
დაიწყეთ 11-კვირიანი საბაზო კურსით საკონდიტრო ნაწარმისა და შოკოლადის წარმოების ხელოვნებაში და გააგრძელეთ სწავლა კიდევ ორი სემესტრის მანძილზე, რათა მიიღოთ შვეიცარიული გრანდ დიპლომი.
საბოლოო ეტაპზე საკონდიტრო ნაწარმისა და შოკოლადის წარმოების ოსტატების კონკურსში მონაწილეობა თქვენი ცოდნისა და შემოქმედების ჩვენების შესაძლებლობას მოგცემთ!
პროგრამის მიხედვით, კვირაში, დაახლოებით, 20 საათს სამზარეულოში ატარებთ, პრაქტიკული სესიების ჩათვლით. სტუდენტები, რომლებიც ორ პროგრამას ზედიზედ შეისწავლიან, შვეიცარიაში და საზღვარგარეთ სრული სტაჟირების გავლას შეძლებენ.
ლუცერნის კამპუსი
ხანგრძლივობა: 1 წელი
სწავლის დაწყება: ივლისი/ოქტომბერი 2021
პროგრამაზე მიღების პირობები
- სრული საშუალო განათლება;
- ინგლისური ენის ცოდნა – IELTS, TOEFL iBT ან გათანაბრებული სერტიფიკატი.
პირდაპირი მიღების პირობები
- პროფესიული სკოლისა ან კოლეჯის დიპლომი საკონდიტრო /პურ-ფუნთუშეულის ნაწარმის კუთხით ან პროფესიონალურ სამზარეულოში საკონდიტრო /პურ-ფუნთუშეულის ნაწარმზე მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება.
- ინგლისური ენის ცოდნა – IELTS, TOEFL iBT ან გათანაბრებული სერტიფიკატი.
სწავლის სრული საფასურია 60’870 შვეიცარიული ფრანკი (სწავლის, ცხოვრებისა და კვების ჩათვლით).
საბაკალავრო პროგრამა | ტურიზმი და სტუმარმასპინძლობა
საბაკალავრო პროგრამა კულინარიულ ხელოვნებაში
საბაკალავრო პროგრამა აკავშირებს პრაქტიკულ უნარებს აკადემიურ ცოდნასთან, რათა შეიძინოთ სამეწარმეო ნოუ-ჰაუ, რომელიც საჭიროა თქვენი მომავალი კარიერის დასაწყებად. შეისწავლეთ ინდუსტრიის ტენდენციები, ბიზნესის თავისებურებები, განავითარეთ თქვენი ლიდერობისა და მენეჯმენტის უნარები, ხოლო ბოლო წელს შეიმუშავეთ ისეთი კვების კონცეფცია, რომელიც მზად იქნება პროფესიონალურ არენაზე გამოსაყენებლად.
სამი წლის დამთავრების შემდეგ, თქვენ მიიღებთ მყარ ცოდნას სამზარეულოს მეწარმეობის საფუძვლებში, სამზარეულოში 1100-ზე მეტი (ორი სტაჟირებისა და რიც პარიზთან თანამშრომლობით ჩატარებული სამი მოდულის ჩათვლით) გატარებული საათის გამოცდილებასა და დიდი ბრიტანეთის დერბის უნივერსიტეტის [University of Derby, UK] მიერ გაცემულ ბაკალავრის დიპლომს!
ლე ბუვრეს და ბრიგის კამპუსები
ხანგრძლივობა: 3 წელი
სწავლის დაწყება: აპრილი/ივლისი/ოქტომბერი 2021
პროგრამაზე მიღების პირობები
- სრული საშუალო განათლება;
- ინგლისური ენის ცოდნა – IELTS, TOEFL iBT ან გათანაბრებული სერტიფიკატი.
სწავლის სრული საფასურია 151’380 შვეიცარიული ფრანკი (სამი წლის სწავლის, ცხოვრებისა და კვების ჩათვლით).
სამაგისტრო პროგრამა | ბიზნესი
სამაგისტრო პროგრამა კულინარიული ბიზნესის მენეჯმენტში
ეს სრულიად ახალი ხელოვნების მაგისტრის ხარისხია კულინარიული ბიზნესის მართვაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის დერბის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გაიცემა [University of Derby, UK]. პროგრამის მიზანი არ არის შეფ-მზარეულების მომზადება, არამედ – მენეჯერების, რომლებსაც ექნებათ პრაქტიკული ცოდნა სამზარეულოში მუშაოების შესახებ.
თქვენ შეიძენთ მენეჯერულ უნარ-ჩვევებს, რაც საშუალებას მოგცემთ მოერგოთ ცვალებად კარიერულ გარემოებებს, როგორიცაა პრობლემების გადაჭრის უნარი, შემოქმედებითი აზროვნება, ემოციური ინტელექტი და ზოგადი მსჯელობის უნარები. თქვენ შეისწავლით თუ როგორ უნდა შეიმუშაოთ საკუთარი კვების კონცეფციები, შექმნათ რეცეპტების წიგნები და წარმოადგინოთ სიცოცხლისუნარიანი ბიზნეს-გეგმები.
ლე ბუვრეს კამპუსი
ხანგრძლივობა: 1 წელი
სწავლის დაწყება: ოქტომბერი, 2021
პროგრამაზე მიღების პირობები
- ბაკალავრის ხარისხი ნებისმიერ დისციპლინაში.
- ინგლისური ენის ცოდნა – IELTS, TOEFL iBT ან გათანაბრებული სერტიფიკატი.
სწავლის სრული საფასურია 42’580 შვეიცარიული ფრანკი (სწავლის, ცხოვრებისა და კვების ჩათვლით).
ფინანსური შეღავათები
ფინანსური შეღავათები შეზღუდული ოდენობით არის დაწესებული და უპირატესობა ენიჭებათ ადრეულ აპლიკანტებს.
განათლების საკონსულტაციო ცენტრი PRIME STUDY,
შვეიცარიის საგანმანათლებლო ჯგუფის (SEG) წარმომადგენელია საქართველოში
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: info@primestudy.ge
ვები: primestudy.ge
ტელ: 571 12 00 00
ფეისბუკის გვერდის ნახვა
Apicius – კულინარიის უახლესი ლაბორატორია
ახლახან გახსნილი კულინარიული ცენტრი „აპიციუსი“ უზრუნველყოფს სრულყოფილ თანამედროვე გარემოს კულინარიული ხელოვნების უმაღლესი დონის ტრენინგებისა და პრაქტიკის მისაღებად.
ლე ბუვრეს კამპუსში მდებარე ლაბორატორიაში სტუდენტებს განკარგულებაში ხუთი სართული აქვთ, სადაც თხუთმეტი უახლესი ტექნიკით აღჭურვილი თანამედროვე დონის პროფესიონალური სამზარეულო არის განლაგებული, ასევე საკლასო ოთახები უახლესი აუდიო, ვიდეო და ინტერაქტიული სწავლების სისტემებით. თითოეული სამზარეულო განკუთვნილია კულინარიის განვითარების კონკრეტული ეტაპისთვის და აღჭურვილია 12 ინდივიდუალური სამუშაო ადგილით.
100-ადგილიანი სასწავლო რესტორანი საშუალებას აძლევს სტუდენტებს ისწავლონ რეალურ გარემოში.
სასტუმროს მენეჯმენტის შვეიცარიული სკოლა (SHMS) – ნამდვილ სტუმარმასპინძლობას აქ ასწავლიან!
- ანა მამალაძე: Study in Latvia – ევროპული განათლების, დაფინანსებისა და პერსპექტივების მიღების ახალი გზა ქართველი სტუდენტებისთვის by ARIS.GE-განათლება
- როცა მსოფლიო ბრენდებისთვის სასურველი თანამშრომელი ხარ, გზა უსაზღვრო შესაძლებლობებისკენ გეხსნება! by სწავლა საზღვარგარეთ
- სასტუმრო ინსტიტუტი მონტრე – ცნობილი შვეიცარიული სტუმარმასპინძლობის პრაქტიკა და თანამედროვე ამერიკული ბიზნეს-გამოცდილება! by სწავლა საზღვარგარეთ