GE

მექანიკური და ელექტრო სისტემის ინჟინერიის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა – კიოტოს უმაღლეს მეცნიერებათა უნივერსიტეტი (KUAS)

 

კიოტოს უმაღლეს მეცნიერებათა უნივერსიტეტი (KUAS) არის აკრედიტებული ოთხწლიანი კერძო უნივერსიტეტი, რომელიც დაფუძნდა 1969 წელს ქალაქ კამეოკაში, კიოტოს დასავლეთ პრეფექტურაში, იაპონიაში. უნივერსიტეტი განლაგებულია ორ კამპუსში –  ქალაქ კიოტოში და ქალაქ კამეოკაში. KUAS-ის სტუდენტები თანამედროვე ტექნოლოგიებს პრაქტიკული სასწავლო პროგრამის ფარგლებში შეისწავლიან, სადაც უახლესი მეთოდოლოგია არის გამოყენებული.

მაგისტრატურა ინჟინერიის სპეციალობით

მექანიკური და ელექტრო სისტემის ინჟინერიის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა (2 წელი).

მიღების განრიგი

რეგულარული მიღება
ხელმძღვანელის თანხმობის მოთხოვნა – 1-30 დეკემბერი, 2020
ონლაინ განაცხადების მიღების დაწყება – 18 იანვარი, 2021
ონლაინ განაცხადების მიღების დასრულება – 26 თებერვალი, 2021
ონლაინ გასაუბრება  – მარტი, 2021
შეთავაზებებისა და სტიპენდიების წინადადების გაგზავნა – 12 აპრილი, 2021
შეთავაზებების დადასტურების საბოლოო თარიღი – 6 მაისი, 2021

გახდი მსოფლიო მასშტაბის პრაქტიკული გამოცდილების მქონე ინჟინერი!

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე, რომ ისწავლო KUAS-ის მაგისტრატურაში?

აკადემიური მოთხოვნები:

აპლიკანტს უნდა ჰქონდეს დამთავრებული უნივერსიტეტი შესაბამისი მიმართულებით

მოთხოვნები ინგლისურ ენასთან დაკავშირებით:

KUAS-ის ინჟინერიის ფაკულტეტზე სწავლების ენა არის ინგლისური. შესაბამისად, ყველა აპლიკანტმა უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლია ინგლისურ ენაზე ცოდნის მიღება. KUAS-ში მოქმედებს ინგლისური ენის ცოდნის დონის შემდეგი შეფასებები:

მინიმალური მოთხოვნები:

TOEFL Internet-based (iBT): 80
IELTS Academic overall band score: 6.0
PTE Academic: 50
Duolingo English Test : 105

ახალი თაობის ინჟინრებო, გახსენით ახალი საზღვრები !

საზოგადოებისა და ინდუსტრიის სწრაფი სტრუქტურული რეფორმების პირობებში, KUAS-ის ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა აძლევს ინჟინრებს უმაღლეს უნარებსა და ცოდნას იმისთვის, რომ გახდნენ საერთაშორისო ლიდერები მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში XXI  საუკუნეში.

ბოლო დროს მსოფლიოში სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებების მომსწრენი გავხდით, ცვლილებების, რომლებიც ქმნიან ახალ ბაზრებს, რომლებიც წარსულში არ არსებობდა, მათ შორის რობოტებს, დრონებს, ელექტრომობილებს.

გარდა ამისა, მომავალში ინდუსტრიას მხარს დაუჭერს სისტემები, რომლებიც დაფუძნებულია ხელოვნურ ინტელექტზე (AI), დიდ მონაცემებზე (Big Data) და ნივთების ინტერნეტით (IoT) ურთიერთდაკავშირებული.

ამან განაპირობა მომავალი ინჟინრების განათლების ახალი მიდგომის მიმართ ძლიერი მოთხოვნა, რადგან ინჟინერია არის ინდუსტრიის ფუნდამენტი და სხვადასხვა ახალი დისციპლინების გაჩენის მთავარი ფაქტორი.

კიოტო მსოფლიოს მრავალი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის სამშობლოა, სადაც კურსდამთავრებულებს შეუძლიათ მიიღონ ფართო ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რაც მისცემს მათ შესაძლებლობას გახდნენ მსოფლიო მასშტაბის პრაქტიკული გამოცდილების მქონე ინჟინრები!

იხილეთ სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმი

სწავლის საფასური (სამაგისტრო პროგრამა )

1–ლი წელი –  1,202,640 JPY (10,933 USD)
მე–2 წელი – 1,000,000 JPY (9,091 USD)

სტიპენდიები

KUAS-ში ორი ტიპის სტიპენდია არსებობს. აპლიკანტმა, რომელსაც სურს სტიპენდიის მოპოვება, უნდა მიუთოთოს ეს აპლიკაციის შევსების დროს. როგორც წესი, სტიპენდია მიეცემათ სტუდენტებს, რომლებსაც განსაკუთრებული აკადემიური წარმატებები აქვთ. სტიპენდიანტები გაივლიან ხელახალ ატესტაციას სემესტრში ერთხელ. სტუდენტები, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებენ საბაზო მოთხოვნებს, ამოღებული იქნებიან სასტიპენდიო პროგრამიდან.

სუპერ სტიპენდია
სტიპენდია პერსონალური ხარჯებისთვის –  1,200,000 JPY (10909 USD) წელიწადში
სწავლის საფასურის გადახდისგან გათავისუფლება (100%)
ჩარიცხვის საფასურიდან გათავისუფლება (100% )

სტიპენდია (I)
სწავლის საფასურის შემცირება (100%)
ჩარიცხვის საფასურის შემცირება (100%)

სტიპენდია (II)
სწავლის საფასურის შემცირება (50%)
ჩარიცხვის საფასურის შემცირება (50%)

საჭირო დოკუმენტები:

ფოტოსურათი
კვლევის რეზიუმე (საჭიროა სადოქტორო პროგრამისთვის)
სამეცნიერო კვლევის გეგმა
ესე (400-500 სიტყვა)
აკადემიური ცნობები ყველა სასწავლო დაწესებულებებიდან (ინგლისურ ენაზე)
სასწავლო დაწესებულების დიპლომები (ინგლისურ ენაზე).
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი (TOEFL iBT/IELTS/PTE/Duolingo)
სარეკომენდაციო წერილი
პასპორტის ასლი

KUAS-ში სწავლის გაგრძელების სურუვილის შემთხვევაში დაუკავშირდით:

განათლების საკონსულტაციო ცენტრი PRIME STUDY,
კიოტოს უმაღლეს მეცნიერებათა უნივერსიტეტი (KUAS)-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში

საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: info@primestudy.ge
ვები: primestudy.ge
ტელ: 571 12 00 00
ფეისბუკის გვერდის ნახვა

 

იხილეთ ასევე

მექანიკური და ელექტრო სისტემის ინჟინერიის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა (4 წელი)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm