კიდევ ერთი ცვლილება 2018 წლის აბიტურიენტთა ცნობარში – რომელი პროგრამები ამოიღეს ჩამონათვალიდან
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაცით, 2018 წლის აბიტურიენტების ცნობარში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა. კეძოდ, 2018 წელს აბიტურიენტთა მიღება არ ექნება შემდეგ სასწავლო პროგრამებზე:
- ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამას კოდით 1450111 (სოციოლოგია, დემოგრაფია);
- შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამას კოდით 0640113 მრეწველობის მენეჯმენტი და ტექნოლოგია (ინგლისურენოვანი).
აღნიშნული პროგრამები ამოღებულია 2018 წლის აბიტურიენტების ცნობარიდან და შესაბამისად მათ არჩევას აპლიკანტები ვეღარ შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის აბიტურიენტთა ცნობარში პირველი ცვლილებები 15 მარტს განხორციელდა. აღნიშნულ, მოსალოდნელ ცვლილებებზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი მარტის შუა რიცხვებში საუბრობდა. მისი თქმით, უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარეობს ავტორიზაცია–აკრედიტაციის პროცესი და აკრედიტაციის ცენტრი შესაძლოა, არაგეგმიურად შევიდეს კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელში. მიმინოშვილის თქმით, რეგისტრაციისას აბიტურიენტები იხილავენ იმ უნივერსიტეტებს, რომლებსაც აქვთ ავტორიზაცია და პროგრამებს, რომლებიც აკრედიტირებულია, თუმცა მათი შემოწმების შემდეგ შესაძლოა ეს ჩამონათვალი შეიცვალოს, ამიტომ ყველა აბიტურინტმა უნდა მიადევნოს თვალი რეგისტრაციის პერიოდში უნივერსიტეტებისა და პროგრამებთან დაკავშირებულ სიახლეებს.
ამავე თემაზე:
-
სხვა მოთხოვნები რექტორისა და დეკანის არჩევისას – „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა
by ARIS.GE-განათლება
-
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 19 742 პირი ჩაირიცხა გასულ წელს – რას ამბობს პრემიერ-მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სქემაში მასწავლებლების გადანაწილება სტატუსების შესაბამისად – 2025 წლის მაჩვენებლები
by ARIS.GE-განათლება