კომაროვი – წარმატების ნახევარსაუკუნოვანი ისტორია
ტრამპლინი წარმატებული მომავალისკენ
სკოლის წარმატებას მისი ისტორია და კურსდამთავრებულთა მიღწევები განსაზღვრავს. ამ მხრივ აღსანიშნავი კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლაა, რომელიც 50 წელზე მეტია თავდაუზოგადავად შრომობს იმისთვის, რომ თავისი მოსწავლეები და კურსდამთავრებულები წარმატებულნი იყვნენ. სკოლის მონდომება რომ შედეგიანია, ამის დასადასტურებლად მოსწავლეების მიერ ოლიმპიადებში მიღწეული შედეგებიც მოწმობს. 2016-17 სასწავლო წელს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეებიდან 26 სწორედ კომაროველი იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ კომაროვის კურსდამთავრებულთა შორის საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი არაერთი წარმატებული სახეა, მათ შორის: საქართველოს პრემიერ-მინისტრი – გიორგი კვირიკაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – ალექსანდრე ჯეჯელავა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი გახარია.
ინფორმაცია სკოლის შესახებ, ადგილმდებარეობა, საკონტაქტო ინფორმაცია
სკოლის დირექტორი ივანე კვიტაშვილი: კომაროვი არის წარმატებული, ღირსეული და სახელმწიფოებრივი ღირებულებების მქონე მოქალაქეების სამჭედლო. სკოლა, რომელიც მუდმივად განახლებასა და ინოვაციაზეა ორიენტირებული. მისი მთავარი მიზანი კი ის არის, რომ კომაროვის მოსწავლეები იყვნენ კონკურენტუნარიანები და წარმატებულნი პროფესიაში, რომელსაც სკოლის დამთავრების შემდგომ აირჩევენ.
კომაროვში გაძლიერებული კურიკულუმით ისწავლება ფიზიკა, მათემატიკა და ინფორმატიკა, თუმცა დანარჩენ საგნებსაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რადგან სასკოლო საფეხურზე აუცილებელი და მნიშვნელოვანია ყველა ის საგანი, რომელსაც განათლების ეროვნული სისტემა გვთავაზობს. ამასთან, მუდმივად ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ შევცვალოთ და გავაძლიეროთ სწავლის დონე, რათა მოსწავლეებმა მსოფლიოში გაძლიერებულ კონკურენტულ გარემოში ღირსეული მონაწილეობა მიიღონ.
კომაროვის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი, მისი კურსდამთავრებულები არიან. თამამად განვაცხადებ, რომ მათი დახმარების, გამოცდილების გაზიარებისა და თანადგომის გარეშე კომაროვი ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდა. ამიტომ ვამაყობთ ჩვენი კურსდამთავრებულებით, რომლებსაც ნებისმიერ სფეროში შეხვდებით და არ აქვს მნიშნელობა ეს მეცნიერება იქნება, ბიზნესი, სპორტი, მედიცინა თუ სხვა. ისინი ყველგან წარმატებულნი არიან. წარმატების პირველი საფეხური კი სწორედ კომაროვში გადადგეს.
ცნობილი სახეები, რომლებმაც კომაროვი დაამთავრეს: საქართველოს პრემიერ-მინისტრი – გიორგი კვირიკაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – ალექსანდრე ჯეჯელავა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი გახარია.
რამდენად აქტიურია მოსწავლეების სასკოლო ცხოვრება და რაში გამოიხატება ეს ?
ი.კ.: კომაროვის მოსწავლეები მუდმივად იღებენ მონაწილეობას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ოლიმპიადებში და საოცარ შედეგებს აღწევენ. ამის გარდა, აქტიურად არიან ჩართულნი სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვადასხვა სახის სამოქალაქო აქტივობებში. მუდმივად მონაწილეობენ ევროკავშირის მიერ განხორციელებულ პროექტებში, რაც მათ მნიშვნელოვან გამოცდილებას მატებს.
აღსანიშნავია, რომ ახლახანს მიგვიწვიეს სირაკუზაში, მოსწავლეთა ხელოვნების ფესტივალზე, სადაც თემატიკა ძველი საბერძნეთი იყო. ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს დასი და სპექტაკლი ინგლისურ ენაზე ითამაშეს.
როგორც უკვე გითხარით, აქტიურად ვართ ჩართულნი ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებში. ყოველწლიურად კომაროვის არაერთი მოსწავლე ხდება სხვადასხვა ოლიმპიადის გამარჯვებული, რითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ. მაგალითად, 2015-16 წელს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეებიდან 26 კომაროველი იყო, 2016-17 წელს – 29. გარდა ეროვნული ოლიმპიადებისა კომაროვის მოსწავლეები მონაწილეობენ საერთაშორისო ოლიმპიადებში. ერთ-ერთი ასეთი „ჟაუტიკოვის“ საერთაშორისო ოლიმპიადაა, სადაც ჩვენს მოსწავლეებს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს არაერთი მედალი აქვთ მოპოვებული.
სკოლის წარმატებები: 2015-16 წელს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეებიდან 26 კომაროველი იყო, 2016-17 წელს – 29. 2016 წელს საერთაშორისო ოლიმპიადებში სკოლამ 2 ვერცხილსა და 2 ბრინჯაოს მედალი მათემატიკასა და ფიზიკაში მოიპოვა. 2017 წელს „ჟაუტიკოვის“ საერთაშორისო ოლიმპიადაში მათემატიკაში ოქროს მედალი ალექსანდრე საათაშვილმა მოიპოვა. ინფორმატიკაში ოქროს მედალი – ვანო გამეზარდაშვილმა.
კომაროვში ასევე ფუნქციონირებს შაბათისა და საღამოს სკოლები, ვისთვის არის განკუთვნილი ამ სკოლებში სწავლება და რა განსხვავებაა მათ შორის?
ი.კ.: შაბათის სკოლა უკვე 12 წელია ფუნქციონირებს. იგი განკუთნილია, სხვა სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებსაც მათემატიკის გაღრმავებული სწავლება სურთ. შაბათის სკოლაში სწავლება შეუძლიათ მოსწავლეებს, რომელიბიც მეხუთე მეექვსე კლასში არიან.
რაც შეეხება საღამოს სკოლას, იგი 5 წელია ფუნციონირებს და განკუთვნილია, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც არ სწავლობენ კომაროვის სკოლაში და დაინტერესებულნი არიან, რომ მათემატიკა და ფიზიკა კომაროვის სკოლის პროგრამით ისწავლონ.
აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის, რომ კომაროვში ფუნქციონირებს პანსიონი, რომელიც იმ ნიჭიერი მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც რეგიონში ცხოვრობენ, თუმცა კომაროვში სწავლის სურვილი აქვთ. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ პანსიონში ყოფნისას მოსწავლეების ცხოვრების, კვებისა და განათლების ხარჯებს სახელმწიფო და სკოლა უსასყიდლოდ უზრუნველყოფს.
პანსიონის მოსწავლეებისთვის სასკოლო საათების დამთავრების შემდგომ, დღის მეორე ნახევარი ეთმობა საშინაო დავალებების მომზადებას, სახელობო და სპორტული წრეებს. პანსიონში ასევე მუშაობს გამოყენებითი ინფორმატიკისა და პროგრამირების წრეები, სადაც მოსწავლეები სწავლობენ ინფორმატიკის საფუძვლებსა და საოფისე პროგრამებს, ქმნიან ვებ-გვერდებს, მონაწილეობენ კომპიუტერულ პროექტებში და ა.შ. დღეისათვის კომაროვის სკოლის პანსიონში საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მე-7-12 კლასების 100-მდე მოსწავლე ცხოვრობს.
მინდა გითხრათ, რომ კომაროვი მუდმივად ცდილობს არსებული შედეგების და მიღწეული წარმატებების გაუმჯობესებას. ჩვენ არასდროს ვჩერდებით ერთ ადგილზე და არ ვკმაყოფილდებით მიღწეული წარმატებით, შესაბამისად მუდმივად ორიენტირბეულნი ვართ სიახლეებსა და საწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე, რაც ჩვენი სკოლის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
მეტი ინფორმაცია სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის შესახებ
(R)
- „ან უნდა გიყვარდეს, ან უნდა გეშინოდეს?!“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა by განათლებული ბლოგი
- „საბაზო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმა ისეა შედგენილი, მოსწავლეთა აბსოლუტურ უმრავლესობას მისი დაძლევა არ შეუძლია“ by ARIS.GE-განათლება
- რა ხდება, როცა ბავშვები განათლების გარეშე რჩებიან? – „უპასუხისმგებლო მასწავლებელი არა მარტო ბავშვის სასწავლო პროცესს აფერხებს“ by განათლებული ბლოგი