GE

მანდატურების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა – ვის მოუწევს თანხის გადახდა ახალი შეზღუდვების მიხედვით

თუ მანდატურის შესარჩევ კონკურსში გასაუბრებას წარმატებით გაივლით, მაგრამ შემდეგ მოსამზადებელ კურსებს ვერ დაძლევთ ან აიღებთ მოსამზადებელი კურსების გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს და მაინც უარს განაცხადებთ მანდატურად დანიშვნაზე, ასევე დანიშვნიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვთ სამსახურიდან განთავისუფლებას, ვალდებული იქნებით, მანდატურის სამსახურს აუნაზღაუროთ მოსამზადებელი კურსის ღირებულება სრული მოცულობით. კანდიდატი ანაზღაურების ვალდებულებისაგან თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ მანდატურობის კანდიდატმა ვერ დაძლია ფიზიკური მომზადების კომპონენტი – ამის შესახებ მანდატურის შესარჩევი კონკურსის პირობებში წერია, რომელიც მანდატურის სამსახურმა 31 მაისს გამოაქვეყნა.

რაც შეეხება კონკურსის სხვა დეტალებს, როგორც დაწესებულების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, საკონკურსო განცხადებების მიღება დაიწყო და 9 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

კონკურსის პირობების მიხედვით, მანდატურად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ის ქმედითუნარიანი მოქალაქე, რომლიც მინიმუმ 21 წლის არის და არ არის ნასამართლევი. კონკურსის მონაწილეებს ასევე უნდა ჰქონდეთ მიღებული სრული ზოგადი განათლება, პროფესიულ ან უმაღლეს განათლებასთან ერთად. უნდა იცოდნენ სახელმწიფო ენა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

კონკურსი ცხადდება შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში:

თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის ცენტრი:

  • ქ. თბილისი – 15 ვაკანსია;
  • მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი წეროვანი – 1 ვაკანსია;
  • მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიჩბისი – 1 ვაკანსია;
  • მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი გალავანი – 2 ვაკანსია;
  • დაბა თიანეთი – 1 ვაკანსია;

ქვემო ქართლი:

  • ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭაპალი – 2 ვაკანსია;
  • ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ტალავერი – 4 ვაკანსია;
  • ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი რატევანი – 1 ვაკანსია;
  • ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ნახიდური – 1 ვაკანსია;
  • გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯანდარა – 3 ვაკანსია;
  • გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ლემშვენიერა – 3 ვაკანსია;
  • გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი კალინინო – 1 ვაკანსია;
  • გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი თელეთი – 2 ვაკანსია;
  • გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ვახტანგისი – 4 ვაკანსია;
  • გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ვაზიანი – 1 ვაკანსია;
  • გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ნაზარლო – 1 ვაკანსია;
  • ქ. დმანისი – 3 ვაკანსია;
  • დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი ირგანჩაი – 1 ვაკანსია;
  • თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი ერტისი – 2 ვაკანსია;
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი შულავერი – 4 ვაკანსია;
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯანდარი – 2 ვაკანსია;
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი შაუმიანი – 3 ვაკანსია;
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ყულარი – 2 ვაკანსია;
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ყიზილაჯლო – 3 ვაკანსია;
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ქესალო – 2 ვაკანსია;
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი საბირქენდი – 2 ვაკანსია;
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი კურტლარი – 2 ვაკანსია;
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი კირაჩმუღანლო – 2 ვაკანსია;
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი კაჩაგანი – 2 ვაკანსია;
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი კასუმლო – 3 ვაკანსია;
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი თამარისი – 1 ვაკანსია;
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი თაქალო – 2 ვაკანსია;
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი დიდი მუღანლო – 2 ვაკანსია;
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი დამიაგეორარხი – 2 ვაკანსია;
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი აღმამედლო – 2 ვაკანსია;
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი არაფლო – 2 ვაკანსია;
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ალგეთი – 2 ვაკანსია;
  • მარნეულის მუნიციპალიტეტი სოფელი თაზაქენდი – 1 ვაკანსია;
  • მარნეულის მუნიციპალიტეტი სოფელი აზიზქენდი – 1 ვაკანსია;
  • მარნეულის მუნიციპალიტეტი სოფელი ქეშალო – 1 ვაკანსია;
  • მარნეულის მუნიციპალიტეტი სოფელი საიმერლო – 1 ვაკანსია;
  • ქ. წალკა – 3 ვაკანსია;

კახეთის ცენტრი:

  • დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანი – 1 ვაკანსია;
  • თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი კურდღელაური – 1 ვაკანსია;
  • თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი კისისხევი – 1 ვაკანსია;
  • საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი მუღანლო – 1 ვაკანსია;
  • საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი დუზაგრამა – 1 ვაკანსია;
  • სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი საქობო – 2 ვაკანსია;
  • სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯუგაანი – 1 ვაკანსია;
  • სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ბოდბე – 2 ვაკანსია;
  • ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალსოფელი – 2 ვაკანსია;

აჭარისა და გურიის ცენტრი:

  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ბუკნარი – 2 ვაკანსია;
  • ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი სოფელი ნიგვზიანი – 1 ვაკანსია:
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტი დაბა ლაითური – 1 ვაკანსია:
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი შრომა – 1 ვაკანსია:
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ხალა – 2 ვაკანსია;

სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ცენტრი:

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი დარჩელი – 1 ვაკანსია;
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ორსანტია – 2 ვაკანსია;
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალაბასთუმანი – 1 ვაკანსია;
  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ნაფიჩხოვოს თემი – 1 ვაკანსია;
  • ხობის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭალადიდი – 1 ვაკანსია;

სამცხე-ჯავახეთის ცენტრი:

  • ქ. ახალქალაქი – 1 ვაკანსია;
  • ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი კუმურდო – 2 ვაკანსია;
  • ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი კარტიკამი – 2 ვაკანსია;
  • ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ვაჩიანი – 2 ვაკანსია;
  • ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი დილისკი – 2 ვაკანსია;
  • ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანი – 2 ვაკანსია;
  • ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი ტაძრისი – 1 ვაკანსია;
  • ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერი – 1 ვაკანსია;
  • ქ. ნინოწმინდა – 1 ვაკანსია;

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ცენტრი:

  • ქ. ჭიათურა – 1 ვაკანსია;
  • თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ნახშირღელე – 1 ვაკანსია;

შიდა ქართლის ცენტრი:

  • კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი დოესი – 1 ვაკანსია

განცხადების წარდგენის ინსტრუქცია და სხვა დეტალები:

მანდატურად დასაქმების მსურველებმა უწყების ელექტრონულ ფოსტაზე – hr@mandaturi.gov.ge-ზე შემდეგი დოკუმენტები უნდა გააგზავნონ:

  • სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული)
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი ან ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი და სრული ზოგადი განათლების ატესტატი (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მხოლოდ საბაზო საფეხურის (ცხრა კლასი) დასრულების შემთხვევაში კოლეჯის დიპლომის ნამდვილობის დადასტურება, რომელიც მოიცავს აღნიშნული დიპლომის გათანაბრებას სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან);
  • სამოტივაციო წერილი, რომელიც ივსება სააპლიკაციო ფორმაში.

კანდიდატს, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის განათლების დოკუმენტი(დიპლომი/ატესტატი), სავალდებულოა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი, ნოტარიულად დამოწმებული და აღიარებული ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან.

კონკურსის (გასაუბრება და ფიზიკური მზაობის შემოწმება) შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან მოსამზადებელ კურსებს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში; კურსების ხანგრძლივობა 2 თვეა. სწორედ ამ კურზებზე დახარჯული თანხის უკან დაბრუნება მოუწევთ მას, ვინც ზემოთაღნიშნულ პირობებს დაარღვევს.

მანდატურის შრომის ანაზღაურება 875 ლარია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური