GE

მცხეთობა 2023 – 14 ოქტომბრის სადღესასწაულო პროგრამა ბავშვების, მოზარდებისა და უფროსებისთვის

14 ოქტომბერს მცხეთობის ეროვნული დღესასწაული და სვეტიცხოვლობა აღინიშნება. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებისთვის გასართობ პროგრამას აქვეყნებს და საზოგადოებას სადღესასწაულოდ იწვევს.

ღონისძიებისთვის შერჩეული ლოკაციაა ქალაქ მცხეთის ცენტრალური მოედანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა.

EDU.ARIS.GE უცვლელად გთავაზობთ, ბავშვების, მოზარდებისა და უფროსებისთვის დაგეგმილ გასართობ პროგრამას:

10:00 -13:00 საათი – საზეიმო წირვა-ლოცვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.

10:00-18:00 სთ – გამოფენა-გაყიდვები: საშემოდგომო ნობათი – საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ბრენდირებული ღვინოები; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები; ქართული ტრადიციული სამზარეულოს სადეგუსტაციო კუთხეები; იმიტირებული ძველი ბაზარი; XIX საუკუნის რთველი; სამეწარმეო ბაზარი.

10:00-19:00 სთ – შემეცნებითი სივრცეები: კულტურულ-საგანმანათლებლო და ისტორიული სტენდები;  მცხეთის დიადი ისტორიის აუდიო ვერსია; ძველებური ბანკი; იარაღების თვალსაჩინოებები; ქართველ მეფეთა სასახლეები; საოქრომჭედლო; მცხეთის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების საგამოფენო სივრცე.

12:00-19:00 სთ – სანახაობრივი და სპორტული წარმოდგენები: სხვადასხვა ოსტატის მასტერკლასები; ანბანის ეტრატებზე წერა; არქეოლოგიური ზონა; სანახაობრივი აქტივობები; სამაგიდო-ინტელექტუალური თამაშები.

ბავშვთა გასართობი პროგრამები (ქვიშის მოედანი, გზის რეაბილიტაცია, ხატვის კუთხე, სპორტული-გასართობი აქტივობები, განძის მაძიებლები)

11:00-13:30 სთ – სადღესასწაულო კონცერტი (მცხეთის მუნიციპალიტეტის და მოწვეული მუნიციპალიტეტების შემოქმედებითი ჯგუფები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ანსამბლები).

13:30-14:00 სთ – მისალმება-მილოცვა (ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული საპატიო სტუმრები).

15:00-16:00 სთ – ცნობილი იაპონელი მომღერალი – ტოკიკო კატო;
17:00-18:30 სთ – ქართული ესტრადის მომღერალი ანრი ჯოხაძე;
20:00-21:30 სთ – გალა-კონცერტი, ქართული ალტერნატიული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი Killages;
21:30-23:00 სთ – DJ გიგა პაპასკირი.

რაც შეეხება ტრანსპორტირებას, როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, მცხეთაში ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალური საშვის გარეშე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური