მე-11 კლასელთა დამამთავრებელი გამოცდების განახლებული განრიგი
მე-11 კლასელთა დამამთავრებელი გამოცდების განახლებული განრიგი ცნობილია. ამის შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.
როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ივა მინდაძემ Aris.ge-განათლებას განუცხადა, მე-11 კლასელებისათვის პრეტესტი მთელი საქართველოს მასშტაბით 16 ივნისს 09:00 საათიდან ჩატარდება. გამოცდები 17 ივნისიდან დაიწყება.
,,აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით მივიღეთ. პირველ რიგში ვიხელმძღვანელეთ სკოლებიდან მიღებული ინფორმაციით, რომ ისინი მზად იყვნენ, სისტემაც მზადაა, მოსწავლეების დიდ ნაწილს მოლოდინი აქვს რომ გამოცდები ახლა უნდა გაიმართოს და უკვე მზად არიან. ტრანსპორტის მოძრაობაც დღს უკვე აღდგება და ხვალ უკვე მზად ვართ პრეტესტის ჩასატარებლად, ხოლო 20 ივნისს სარეზერვო შაბათი დღე ქიმიის გამოცდას დაეთმობა,”- განაცხადა ივა მინდაძემ.
2015 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების (მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის) ჩატარების განრიგი ასე გამოიყურება:
17 ივნისი – გეოგრაფია;
18 ივნისი – ბიოლოგია;
19 ივნისი – ფიზიკა;
20 ივნისი – ქიმია.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზს: 2 47 33 33.
თამარ სანიკიძე: “მე-11 კლასის დამამთავრებელი გამოცდები მთელ საქართველოში 17 ივნისს დაიწყება”
ეკა არის© წივწივაძე
-
2026 წლის გამოცდებზე ჩაჭრილი და ზღვარგადალახული აბიტურიენტების გამოსავალი მეორად ჩარიცხვებში, რათა ისევ გარეთ არ დარჩეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
2027 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
გამოქვეყნდა ცნობარი მეორადი ჩარიცხვების მსურველი აბიტურიენტებისთვის (2026) – რა უნდა გაითვალისწინოთ არჩევისას
by აბიტურიენტებისათვის