GE

„მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე“ – NCDC-ის დეტალური რეკომენდაციები ძლიერ სიცხესთან გასამკლავებლად

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ 8 აგვისტოს გავრცელებული განცხადების თანახმად, მიმდინარე კვირის განმავლობაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება.

სინოპტიკოსების ინფორმაციით კი, მომდევნო დღეებში, აღმოსავლეთ საქართველოში, შესაძლოა, ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუსსაც გადააჭარბოს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დეტალური რეკომენდაციები ზაფხულის ცხელი დღეებისთვის მოსამზადებლად ივლისის თვეში გამოაქვეყნა, სადაც განმარტებულია, როგორ უნდა მოვიქცეთ ძლიერი სიცხის დროს და რა ასაკის მოქალაქეები შეიძლება იყვნენ რისკის ქვეშ.

NCDC-ის რეკომენდაციები – როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს

ვინ იმყოფება ყველაზე მეტად რისკის ქვეშ?

მაღალი ტემპერატურა გავლენას ახდენენ ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან:

  • 75 წლისა და უფროსი ასაკის ხანდაზმულები;
  • ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები;
  • ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირები;
  • გადაადგილების პრობლემის (მაგ., პარკინსონის დაავადება, ინსულტი) მქონე პირები;
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე პირები;
  • გარკვეულ პრეპარატებზე მყოფი პირები, მ.შ. პრეპარატებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ოფლის გამოყოფასა და ტემპერატურის კონტროლზე;
  • ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები და წამალდამოკიდებული (ნარკოტიკების მომხმარებლები) პირები;
  • ფიზიკურად აქტიური პირები (მაგ., მძიმე ფიზიკურ სამუშაოებში ჩართული პირები, სპორტსმენები).
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური