GE

მინისტრის მოადგილე განმარტავს რა რეკომენდაცია აქვთ სკოლებთან დაკავშირებით NCDC-სგან 31 იანვრის მდგომარეობით

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან ჯერჯერობით არსებობს რეკომენდაცია, რომ სკოლებში სწავლება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს.

გაბუნიას განმარტებით, ჩვეული რეჟიმი გულისხმობს სკოლების მიერ საჭიროების შემთხვევაში სწრაფ რეაგირებას და ჰიბრიდული მექანიზმის გამოყენებას.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს რაიმე განსხვავებული რეკომენდაცია ამ დროისთვის არ გაუცია, თუმცა როგორც წესი, საბჭო ყოველ ჯერზე მსჯელობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ანუ, მსჯელობა არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე განსახვავებული გადაწყვეტილება შეიძლება, მივიღოთ. ვმსჯელობთ იმასთან დაკავშირებით, რამდენად არსებობს ესა თუ ის საჭიროება.

“ბაღებში ონლაინ რეჟიმი არც აქამდე ყოფილა, რანაირად წარმოგიდგენიათ ეს ამბავი? ამ შემთხვევაში საუბარია ჰიბრიდულ მოდელზე სკოლებთან მიმართებაში და თუ საჭიროება, აუცილებლობა დადგება, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციას საბჭო რა თქმა უნდა განიხილავს“, – განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ სკოლებისა და საბავშვო ბაღების საკითხზე განცხადება დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა და თქვა, რომ თუკი ეპიდემიოლოგებისგან რეკომენდაცია იქნება, ონლაინ სწავლების საკითხზე საკოორდინაციო საბჭო 1-ლი თებერვლის სხდომაზე იმსჯელებს.

ასევე იხილეთ:

როგორ უნდა დაიცვან მოსწავლეებმა და სტუდენტებმა პერსონალური მონაცემები ონლაინ სწავლებისას – დეტალური რეკომენდაციები და ვალდებულებები

განათლების სამინისტრო: სკოლის თანამშრომელთა ტესტირება კორონავირუსზე გაგრძელდება

საქართველოში 12-17 წლის 13 000-ზე მეტი მოზარდია კორონავირუსზე ორჯერადად აცრილი, ერთჯერადად 16 000-ზე მეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური