GE

მსჯავრდებულ მოზარდთა სტატისტიკა ზრდადია – გასული 5 წლის მონაცემები

მოზარდების მიერ ჩადენილი დანაშაული საზოგადოებისთვის ერთ-ერთი პრობლემაა და მის აღმოსაფხვრელად სახელმწიფო სხვადასხვა ღონისძიებებს ატარებს. მათ შორისაა მაგალითად სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები და ასევე არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის დევნის შესახებ განახლებული კანონმდებლობა.

მიუხედავად ამისა, დღემდე არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყანაში დევნადაწყებული მოზარდების რიცხვი იზრდება, სტატისტიკას იუნისეფი საქსტატს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც 2015- დან 2019 წლამდე პერიოდს მოიცავს.

მონაცემების თანახმად, 14-დან 19 წლამდე მოზარდების რიცხვი, რომელთა მიმართაც ბოლო წლებში სამართლებრივი დევნა დაიწყო, ასე გამოიყურება: 2015 წ -1061 მოზარდი; 2016 -712;  2017 წ -681; 2018წ -884; 2019წ -931.

სხვადასხვა შემთხვევების შედეგად დაზარალებულად ცნობილი  მოზარდების რიცხვი ასეთია: 2015 წელს დაზარალებულად ცნობილი იქნა 0-დან 19 წლამე 970 მოზარდი, 2016 წელს – 1085; 2017 წელს – 1055; 2018 წელს- 1566; 2019 წელს- 1640; მათ შორის ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა თბილისში.

რაც შეეხება საქართველოს სასამართლოების მიერ 14-19 წლის ასაკის მსჯავრდებულების რიცხოვნობას, მონაცემები ასე გამოიყურება:

თავისუფლების აღკვეთა 2015 წელს მიესაჯა  239 მოზარდს; 2016 წელს – 174; 2017 წ – 168; 2018წ – 170; 2019წ – 178

პირობითი მსჯავრი 2015წელს დაეკისრა – 461 მოზარდს ; 2016წ – 313; 2017 წ – 272; 2018წ – 337; 2019 წ – 379

2015 წელს ჯარიმა დააკისრეს – 95 მოზარდს, 2016წ – 74 ; 2017 წ – 49; 2018წ -54 ; 2019 წ – 71;

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 2015 წელს დაეკისრა – 19 მოზარდს; 2016წ – 43 ; 2017 წ – 37; 2018წ -38 ; 2019 წ – 50

შინაპატიმრობა 2015 წელს მიუსაჯეს  – 0 მოზარდს;  2016წ – 5; 2017 წ – 36; 2018წ -17 ; 2019 წ – 34 –

სხვა სახის სანქცია დაესკისრა – 2015 წელს -0 მოზარდს ; 2016წ – 3; 2017 წ – 3; 2018წ -0 ; 2019 წ – 0

სულ მსჯავრდებული იყო  2015წელს – 814 მოზარდი;  2016წ – 612 ; 2017 წ – 565; 2018წ -616 ; 2019 წ – 712.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური