GE

მთავრობამ 2015-2016 სასწავლო წლისთვის გრანტის ოდენობა და მოცულობა დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ  2015-2016 წლისთვის  სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა დაამტკიცა. სახელმწიფოს მიერ საგანმანათლებლო პროგრამების დასაფინანსებლად წელს 12 მილიონ 723 ათას 750 ლარი გამოიყო.  ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტი 12 მილიონ 600 000 ლარია.

აღნიშნული თანხიდან ჩარიცხული  სტუდენტებისთვის 9 165 000 ლარი გაიცემა. 

2015-2016 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობები შემდეგნაირად განისაზღვრა:

მაქსიმალური ოდენობა – 2 250 ლარი;  

) საშუალო ოდენობა: .) 2 000 ლარი; .) 1 750 ლარი; .) 1 500 ლარი; .) 1 250 ლარი;

) მინიმალური ოდენობა – 1 000 ლარი.

იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებისას, რომლებიც ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას გადიან, 2015-2016 სასწავლო წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა 2 250 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობას, ის  2 მილიონ ხუთას ოცი ათას ლარს შეადგენს.  უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაფინანსებისთვის კი სახელმწიფომ 240 000 ათასი ლარი გამოჰყო.  

ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულ ენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება 225 000 ლარს შეადგენს.  ამდენივეა გამოყოფილი სომხურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის.

აფხაზურენოვანი სტუდენტებისთვის წელს სახელმწიფომ 10 ათასი ლარი გამოყო.

დოკუმენტში ფართოთ არის განხილული საგანმანათლებლო პროგრამებზე აბსოლუტური ქულებით რანჟირების შედეგად მოპოვებული გრანტის გადანაწილების წესი.

რაც  შეეხება  სტუდენტების,  რომლებიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მოიპოვებენ სრულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ნაწილობრივ სახელმწიფო სასწავლო გრანტს ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის  ოდენობის გაზრდის უფლებას, მოპოვებული ქულების მიხედვით,  დაფინანსდებიან 215 000 (ორას თხუთმეტი ათასი) ლარის ფარგლებში, შემდეგი ოდენობებით: ა) სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი; ბ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი; გ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიმალური ოდენობა 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი.

მთავრობის დადგენილება, რომელიც მინისტრთა კაბინეთმა 24 აპრილის სხდომაზე მიიღო 27 აპრილს გამოქვეყნდა და უკვე ძალაშია.

მთავრობის დადგენილება 2015-2016 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ 

სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური