„პედაგოგთა გაზრდილი ხელფასებისა და საპენსიო ჯილდოსთვის 250 მილიონი ლარია საჭირო”
პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაშის განცხადებით, 2019 წლის ბიუჯეტის ცვლილებების განხილვა მაისში უნდა დაიწყოს და მასწავლებლების ხელფასების ზრდისთვის და საპენსიო ასაკის პედაგოგების ჯილდოებისთვის სავარაუდოდ 250 მილიონი ლარის მობილიზება გახდება აუცილებელი.
„განათლების სამინისტროს მიერ გაჟღერებულ ინიციატივას ახლდა ძალიან მნიშვნელოვანი წინასწარი კონსულტაციები, როგორც სამთავრობო ბლოკში, ასევე უმრავლესობაში.რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, ძირითადი ცვლილება შეეხება ბიუჯეტის შესახებ კანონს, მაისის ბოლომდე ველოდებით შესაბამისი ინიციატივის შემოტანას მთავრობის სახელით. ბუნებრივია, მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების უზრუნველყოფა იქნება შესაძლებელი. ფინანსთა სამინისტრომ შესაბამისი გათვლები უნდა წარმოადგინოს. თუ რამდენი პედაგოგი გაივლის დამატებით საკვალიფიკაციო გამოცდას, რამდენი გადაწყვეტს, მიიღოს ორწლიანი წინასწარი ანაზღაურება საპენსიო ასაკში, ამის პროგნოზირება რთულია, მაგრამ საერთო ჯამში, ვფიქრობ, მაქსიმალური თანხა უნდა იყოს 250 მილიონი, რომლის გათვალისწინებაც უნდა მოხდეს აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, რაც მოიცავს გაზრდილ ხელფასსა და საპენსიო თანხას. ეკონომიკური ბლოკი უკვე ამუშავებს აღნიშნულ ცვლილებას. ამ ინიციატივას ექნება მხარდაჭერა უმრავლესობის მხრიდან და დიდი იმედი მაქვს, ეს გახდება საწინდარი ჩვენი პედაგოგების ღირსეული სამუშაო პირობების და მათი კიდევ უფრო მეტი კომპეტენციის ხელშეწყობის”, – ამბობს მარიამ ჯაში.
თ.ვ.
- 2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნები მიმართულებების მიხედვით ცნობილია – ბრძანება by ARIS.GE-განათლება
- რამდენი ლარით გაეზრდებათ ხელფასი მენტორ, წამყვან და უფროს მასწავლებლებს? by ARIS.GE-განათლება
- საია: მწერალთა სახლის და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაცია დაუსაბუთებელი და ნაჩქარევი იყო by ინფოLIFE