პირთა იმ კატეგორიას, რომლებიც სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან თავისუფლდებიან, ახალი ჯგუფი ემატება
პირთა იმ კატეგორიას, რომლებიც სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან თავისუფლდებიან, ახალი ჯგუფი ემატება. ამის შესახებ 30 მარტს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა იმსჯელა და ცვლილებას მხარი დაუჭირა.
EDU.ARIS.GE-სთვის მიწოდებული ინფორმაციით, კომიტეტი განმარტავს, რომ ცვლილების თანახმად, წვევამდელი/სამობილიზაციო რეზერვისტი, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადა ამოიწურა, სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლდება ვადის ამოწურვიდან სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 3 თვის მანძილზე.
მომხსენებლის, ადამიანის უფლებათა დაცვისა სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მოქმედი კანონის გაუმართაობის გამო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები გარკვეული პრობლემების წინაშე დგანან. შესაბამისად, ამ საკანონმდებლო ცვლილების მომზადება იმ ბიუროკრატიულმა პრობლემებმა განაპირობა, რომლებიც თავს იჩენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების მიმართ, ვინაიდან სრულწლოვანი ასაკის მიღწევის შემდეგ, რათა შშმ პირის სტატუსი მიენიჭოს, მათთვის სავალდებულო ხდება ხელახალი ექსპერტიზის გავლა. ამ პერიოდში კი, შესაძლოა ისინი გაწვეულ იქნენ სამხედრო სამსახურში. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამი თვე სრულიად საკმარისი იქნება ახალი ექსპერტიზის ჩასატარებლად და სტატუსის მისაღებად.
ცვლილებების მიხედვით, ასევე, გაუმჯობესდება რელევანტურ დაწესებულებებს შორის სამხედრო აღრიცხვის მიზნით პირის (წვევამდელის, სამობილიზაციო რეზერვისტის) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ მონაცემების გაცვლის მექანიზმი.
-
24-ე საჯარო სკოლის კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა – გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა
by ინფოLIFE
-
„საიდან მოვიდა აზრი, რომ მოკლე განათლება ნიშნავს უკეთეს ხარისხს განათლებაში?“ – დეპუტატი განათლების რეფორმაზე
by ინფოLIFE
-
სკოლის მანდატურის სამსახური ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს ეძებს – კონკურსის პირობები და ხელფასი
by ინფოLIFE