GE

პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია და სწრაფად დარეგისტრირების ხრიკები მშობლებისგან

2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია, რომელიც რეგისტრაციის მესამე ეტაპია, 2 ივნისს, დილის 09:00 საათიდან დაიწყება და 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ხოლო დოკუმენტაციის წარდგენა ამ ეტაპისთვის 2  ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით განხორციელდება.

როგორც ცნობილია, რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge და საიტი რეგისტრაციის დაწყების დღეს ჩაირთვება.

ელექტრონულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

რეგისტრაციის პროცესში აუცილებელი იქნება არაერთი ინფორმაციის დაფიქსირება სპეციალურ ველში. ეს ველი კი ასე გამოიყურება:

რეგისტრაციის ინსტრუქცია

რაც შეეხება სხვა მშობლების გამოცდილებას და მათ ხრიკებს რეგისტრაციის დროს, უპირველესად უნდა გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთა ასაკიც შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ანუ დარეგისტრირდება ყველა ის ბავშვი, რომელსაც სწავლის დაწყების დღემდე უკვე შეუსრულდა 6 წელი.

ონლაინ რეგისტრაციაზე მისათითებელი იქნება პირველკლასელის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, მშობლების პირადობის ნომრები და სასურველი სკოლის ნომერი, ამას კი სწრაფად შეყვანა სჭირდება სპეციალურ ველში. აი რას ამბობენ გამოცდილი მშობლები:

– “კარგია, თუ ზეპირად იცი შვილის პირადი ნომერი და ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია, ამ დროს ბევრად სწრაფად ავსებ მონაცემებს და სხვებისთვის დასწრების შანსიც მეტია”.

-“წინა დღეს უკვე ვორდის ფაილში გაქვს ჩამოწერილი ყველა მონაცემი, რომელიც შეაგროვე იმ ინსტრუქციის მიხედვით, რომელიც გასწავლის თუ რა მონაცემები გჭირდება რეგისტრაციის პროცესში. გაქვს დაკოპირებული ბავშვის პირადობის ნომერი, იმიტომ რომ ყველაზე რთული მაგ ნომრის ამოწერაა. რეგისტრაციის დღეს კომპიუტერთან ჯდები რეგისტრაციის დაწყების დროსთან შედარებით 20 წუთით ადრე და მუდმივად არეფრეშებ სარეგისტრაციო საიტს, რომ იქნებ სისტემა წუთით ადრე ჩაირთოს და შემდეგ უკვე ხელის ტექნიკის ამბავია. გახსნილი გაქვს საიტთან ერთად ვორდის ფაილიც, სათითაოდ აკოპირებ ჩამოწერილ მონაცემებს და სვამ რეგისტრაციის შესაბამის გრაფაში”.

-“ვურჩევ, შეკრიბოს სანათესაო და ვისაც წვდომა აქვს კომპიუტერთან ყველას მაუსზე ედოს ხელი. ეგება და რომელიმემ დაარეგისტრიროს სასურველ სკოლაში”.

დეტალები რეგისტრაციის შესახებ და დოკუმენტების ჩამონათვალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური