პირველკლასელთა რეგისტრაცია 2016-17 სასწავლო წლისთვის 4 აპრილს დაიწყება – პროცედურები
2016–2017 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია 4 აპრილს დაიწყება.
განათლების მინისტრის ბრძანების თანახმად, რომელიც edu.aris.ge-მ მოიპოვა რეგისტრაცია სამ ეტაპად განხორციელდება:
I ეტაპი – რეგისტრაცია დაიწყება 2016 წლის 4 აპრილს და დასრულდება 18 აპრილს.
რეგისტრაციია განხორციელდება სკოლაში – სკოლაში რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:
რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;
რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია (მშობელი და არა ბებია ან ბაბუა);
რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
პირველ ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2016 წლის 19 აპრილლიდან 28 აპრილის ჩათვლით.
II ეტაპი – ონლაინ რეგისტრაცია – რეგისტრაცია იწარმოებს 2016 წლის 4 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით.
რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან I ეტაპზე. რეგისტრაცია უნდა გაიაროთ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე ელექტრონულად.
მეორე ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დარეგისიტრირებულთთვის მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2016 წლის 30 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით. (პირველ და მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება)
III ეტაპი – რეგისტრაცია დაიწყება 2016 წლის 14 ივნისს და დასრულდება 2016 წლის 30 ივნისს. მეორე ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე.
მესამე ეტაპზე დარეგისტრირების მსურველები დოკუმენტაციას წარადგენენ უშუალოდ სკოლაში მისვლის დროს.
რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთა ასაკიც შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
edu.aris.ge გთავაზობთ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:
მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას
დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება.
სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.
სამინისტროს გადაწყვეტილებით საჯარო სკოლებში სწავლა ყოველ წელს 15 სექტემბერს დაიწყება
საინტერესო ინფორმაცია სკოლების შესახებ მშობლებისთვის
ეკა არის© წივწივაძე
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება