GE

პრეტესტი – გენერალური რეპეტიცია, რომელზეც მე-12 კლასელები გულდასმით არ მუშაობენ

20 მაისს, სკოლის საატესტატო (CAT-ის) გამოცდების წინ,  ყველა მეთორმეტე კლასელს საგამოცდო ტესტის აპრობაციის  შესაძლებლობა ექნება.  როგორც  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე აცხადებს, პრეტესტი გენერალური რეპეტიციაა არამხოლოდ მოსწავლეებისთვის, არამედ თავად გამოცდების ეროვნული ცენტრისთვისაც.

მისივე ინფორმაციით, პრეტესტში მონაწილეობას  1600-ზე მეტი სკოლა იღებს. 400-ზე მეტ სკოლას უბრალოდ დამამთავრებელი კლასები არ ჰყავს და სასწავლო პროცესს მეცხრე კლასის საფეხურზე წყვეტს. დანარჩენი სკოლები პრეტესტის მიღმა მხოლოდ ტექნიკური პრობლემების გამო რჩებიან. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იმ სკოლის მოსწავლეებს, სადაც ინტერნეტი ჯერ კიდევ  პრობლემაა გენერალური რეპეტიციის გავლის შესაძლებლობა არ ექნებათ. საგამოცდო ტესტის აპრობაცია  ახლო მდებარე სკოლაში შეეძლებათ, მათი ტრანსპორტირება კი დანიშნულ ადგილამდე უფასოდ მოხდება.

,,პრეტესტს ორმხრივი დანიშნულება აქვს, ერთის მხრივ, მოსწავლეები ამოწმებენ საკუთარ ცოდნას, მეორე მხრივ კი ჩვენ ვამოწმებთ სადმე რაიმე ხარვეზი ხომ არ არის, როუტერი როგორ მუშაობს, ქსელი არის თუ არა გამართული, ინფორმაცია იგზავნება თუ არა დროულად…,“– განაცხადა ივა მინდაძემ

დაკვირვების შედეგად ირკვევა რომ პრეტესტზე მეთორემეტე კლასელების თითქმის სრული უმრავლესობა გადის  – 96%ზე მეტიც კი.  თუმცა, ასევე დაკვირვების საფუძველზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულლი ცენტრის ხელმძღვანელობა ასკვნის, რომ მოსწავლეების უმრავლესობა ,,გულდასმით არ ავსებს ტეტს“.

„მხოლოდ პირველ 3-4 კითხვას პასუხობენ,  დანარჩენს კი უბრალოდ, ცდილობენ თვალი გადაავლონ, რათა გაიგონ, დაახლოებით როგორი ტესტი ელოდებათ გამოცდაზე,“– განაცხადა მინდაძემ.

პრეტესტის დასრულების შემდეგ, 21 მაისს, მე-12 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდები დაიწყება, რომელიც 25 მაისს დასრულდება.

მე-12 კლასის 2015 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია

გამოსაშვები გამოცდები 2015 – პროგრამები და ტესტური დავალებების ნიმუშები

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური