GE

პროფესიული განათლების დიპლომისა და მისი დანართის დამტკიცების წესში ცვლილება შევიდა

„პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც პროფესიული ცენტრი ვალდებულია, დიპლომის/დუბლიკატის შევსებიდან 10 დღის ვადაში პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, მისი ელექტრონული ასლი ატვირთოს.

ცვლილების მიხედვით, ბრძანების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: „ დაწესებულება/ცენტრი ვალდებულია, დიპლომის/დუბლიკატის შევსებიდან 10 დღის ვადაში რეესტრში ატვირთოს დიპლომის/დუბლიკატის ელექტრონული ასლი და ასახოს შემდეგი მონაცემები: დიპლომის/დუბლიკატისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერია, ინდივიდუალური ნომერი. დაწესებულება ვალდებულია, აგრეთვე, აღნიშნულ ინფორმაციაში ცვლილების შეტანისას რეესტრში ასახოს შესაბამისი ცვლილება.“

დოკუმენტის სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური