მოსწავლეები ნაფიც მსაჯულთა ამპლუაში – იმიტირებული სასამართლო პროცესი GRUNI-ში
2025 წლის 7 მარტს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ მოსწავლეების მონაწილეობით ჩაატარა ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული პროცესი.
პროცესამდე სამართლის სპეციალობით დაინტერესებულ მოსწავლეებს საპროკურორო საბჭოს წევრმა – შოთა ტყეშელაშვილმა, დოქტორანტმა – ეთერ თოფჩიშვილმა და მაგისტრანტებმა – ნიკოლოზ ნაჭყებიამ და სანდრო გაგიშვილმა, გააცნეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის არსი, მისი განვითარების თანამედროვე ტენდენციები და სასამართლო პროცესის ძირითადი ასპექტები.
მოსწავლეებმა სასამართლოს თავმჯდომარის, პროკურორის, ადვოკატების, ბრალდებულის, მოწმეებისა და ნაფიცი მსაჯულების ამპლუაში, განიხილეს კონკრეტული სისხლისსამართლებრივი დავა და საბოლოო ვერდიქტიც თავად გამოიტანეს.
იმიტირებული პროცესი შეაფასეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კანცლერმა – გიორგი თავხელიძემ, სამართლის სკოლის დეკანმა – გულნაზ გალდავამ და სამართლის დეკანის მოადგილემ – ქეთევან გაბრიჭიძემ.
ამგვარი პრაქტიკული პროექტები სკოლის მოსწავლეებისთვის ყოველთვის ეფექტური და საინტერესოა, რადგან პროფესიულ ცოდნასთან ერთად მოზარდები იმთავითვე იძენენ კრიტიკული აზროვნების, გუნდური მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების უნარს.
უნივერსიტეტი განაგრძობს პროფესიული ორიენტაციის ხელშემწყობ პრაქტიკულ აქტივობებს.
ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა პროექტის – „Teen Academy“, ფარგლებში.
-
GRUNI-ში მდგრადი ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების წარდგენის ღონისძიება გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
13 დეკემბერს GRUNI-ში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში ლიდერობის პროგრამა – IYLCP საზეიმოდ დაიხურა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი