„წუთშესვენება“ – თამაში, რომელიც დაწყებითი კლასების დამრიგებელმა მოუსვენარი მოსწავლეებისთვის გამოიგონა
როგორც კი ამჩნევთ, რომ მოსწავლეები გაკვეთილზე მოუსვენრად არიან, ეს ნიშნავს, რომ „წუთშესვენების“ დროა! რა არის და როგორი უნდა იყოს „წუთშესვენება“?
ამ კითხვაზე პასუხი EDU.ARIS.GE-ს ნინო სამხარაძემ გაუზიარა.
დაწყებითი კლასების დამრიგებელი და პედაგოგი იმ თამაშის შესახებ გვიამბობს, რომლებიც მან სპეცილურად მოუსვენარი მოსწავლეებისთვის შექმნა.
ჩართეთ ვიდეო და მიჰყევით თამაშის ინსტრუქციას:
„წუთშესვენება“ – ეს ერთგვარი ოპტიმალური დროა იმისთვის, რომ საგაკვეთილო პროცესში შექმნილი უსიამოვნო სიტუაცია – მოსწავლეთა მოუსვენრობები, ნამდვილ შემეცნებით თავგადასავლად ვაქციოთ.
“მოსწავლეებს ჩაურთეთ ეს ვიდეო. სთხოვეთ, რომ იყოს ყურადღებით. გააკეთოს ის, რაც ვიდეოშია. აუცილებლად აიწიოს ხელი და დაელოდოს თავის რიგს, შემდეგ კი ვაპაუზებთ ვიდეოს ყოველი შეკითხვისას. თუ კლასი მრავალრიცხოვანია, შესაძლებელია ფურცელზე დაწერონ სახელი და ისე გვანიშნონ. თუ ყველას ვერსიას ვერ მოვისმენ ყველა პასუხზე, ყოველთვის ვუთანხმდები, რომ არ ეწყინოთ. ბოლოს კი ვაჯამებთ, ვინ იყო ყურადღებით.
გ ა ფ რ თ ხ ი ლ ე ბ ა მრავალრიცხოვან კლასში პასუხების ფურცელზე მონიშვნა სჯობს, რათა გამოვრიცხოთ უზუსტობები. შემდეგ კი მოტივირებულები და გახარებულები ვაგრძელებთ გაკვეთილს“, – გვესაუბრა ნინო მასწავლებელი.
პედაგოგმა გვითხრა, რომ ამ პროცესში მოსწავლეები ერთობლივად გამოიმუშავებენ ყურადღების, მეხსიერების, კონცენტრაციის, ემოციური თვითრეგულაციისა და მარცხთან შეგუების უნარებს.
-
„შენ ცუდი ბიჭი/გოგო ხარ“ – რა არ უნდა ვუთხრათ ბავშვს და რა უნდა ვიცოდეთ იარლიყებზე by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ში სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია იმართება by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სკოლებში ორ და სამცვლიანი სასწავლო რეჟიმი მოსწავლეთა განვითარებაზე უარყოფითად აისახება – ანგარიში by სკოლების ამბები