ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას დღეს 20 000-მდე აბიტურიენტი აბარებს
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. დღეს და ხვალ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას საქართველოს მასშტაბით 20 000-მდე აბიტურიენტი აბარებს. საქართველოს მასშტაბით 11 რეგიონში გახსნილ 19 საგამოცდო ცენტრში საგამოცდო პროცესისთვის რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო, გამოცდა კი ზუსტად 09:00 საათზე.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ყველაზე დიდ საგამოცდო ცენტრში, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტშია გახსნილი, არც ერთ აბიტურიენტს არ დაუგვიანია. რაც შეეხება ინფორმაციას რეგიონებში დაგვიანების შესახებ, აღნიშნული მომდევნო ერთი საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.
აბიტურიენტებს წარმატებები უსურვეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა.
„აბიტურიენტებს პირველი გამოცდისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში დრო აქვთ 4 საათი, მომდევნო სესიის რეგისტრაციის პროცესი 14:00 საათზე დაიწყება, გამოცდა კი 15:00 საათზე. 20 000-მდე აბიტურიენტი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას დღეს ჩააბარებს, ამავე რაოდენობის აბიტურიენტი გავა ხვალინდელ სესიებზეც. დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა 19:00 საათზე დასრულდება“,- განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
მისივე ინფორმაციით, შაბათ-კვირა დასვენების დღე იქნება, 6 ივლისს კი საგამოცდო პროცესი ზოგადი უნარების გამოცდით განახლდება.
ეკა წივწივაძე
-
ჯილდო 1000 ლარი აბიტურიენტს, რომელიც ეროვნული გამოცდის ერთ საგანში უმაღლეს ქულას მიიღებს – რეგიონის საკრებულოს დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
ვეკუას სკოლაში სასწავლო პროცესი გარკვეული დათქმებით განახლდა – „მოსწავლეთა დასწრება კარგია, ჩვეულებრივი“
by ARIS.GE-განათლება
-
საქართველოს რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაწყობდება სასკოლო ფორმები და განთავსდება ფასდაკლების ბანერები – სია
by ამბები ზოგადი განათლებიდან