ქიმიის საატესტატო გამოცდაზე მე–11 კლასელთა 5% ჩაიჭრა – გამოსაშვები გამოცდები დასრულდა
2017 წლის მე–11 კლასის საატესტატო გამოცდები დღეს ქიმიის გამოცდით დასრულდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზღვარი ქიმიაში მოსწავლეთა 95%–მა წარმატებით გადალახა, 5% კი ჩაიჭრა. მათ გამოცდის განმეორებით ჩაბარების შესაძლებლობა მე–12 კლასის დასრულების შემდეგ ექნებათ.
მე–11 კლასელებმა 4 საატესტატო გამოცდა ჩააბარეს და საგნების მიხედვით სტატისტიკა ასე გამოიყურება:
გეოგრაფია წარმატებით ჩააბარა მოსწავლეთა 98%–ზე მეტმა.
ბიოლოგიის გამოცდაზე ზღვარი წარმატებით გადალახა მოსწავლეთა 95,5%–მა.
ფიზიკის გამოცდაზე ზღვარი წარმატებით გადალახა მოსწავლეთა 85%–მა.
ქიმიის გამოცდაზე ზღვარი წარმატებით გადალახა მოსწავლეთა 95%–მა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება. თვის ბოლომდე აპლიკანტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას უკვე შეძლებენ.
-
კრიპტო ვაჭრობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მართვა, კიბერ ინციდენტებზე რეაგირება… – ახალი პროფესიები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში
by აბიტურიენტებისათვის
-
აქტივობები პირველკლასელებისთვის წინასაანბანო ეტაპიდან ანბანამდე – ერთი პედაგოგის ნაფიქრი
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
როგორ არის დაშვებული კლას-კომპლექტების შექმნა მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში განახლებული ესგ-ის თანახმად
by ARIS.GE-განათლება