ქუთაისში მასწავლებლები შეღავათიან სამგზავრო ტარიფს მოითხოვენ – პეტიცია
“შეღავათიანი მგზავრობა სკოლის მასწავლებლებს!” – ამ მოთხოვნით პეტიაცია, 11 ოქტომბერს გამოქვეყნდა და მასში ქალაქ ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით ნახევარ ფასად მგზავრობას ითხოვენ.
“აღნიშნულ პეტიციაზე ხელისმომწერნი მოვითხოვთ: ქალაქ ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს დაუფინანსდეთ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის 50%. პედაგოგებს ყოველდღიურად გვიწევს მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გთხოვთ ქალაქ ქუთაისის მერიას, გაითვალისწინოთ ეს საკითხი უმოკლეს დროში.
პეტიციას სულ 1865 ხელმოწერა სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს მუნიციპალური ავტობუსებით უფასოდ მგზავრობის უფლება მიეცათ.
-
„საიდან მოვიდა აზრი, რომ მოკლე განათლება ნიშნავს უკეთეს ხარისხს განათლებაში?“ – დეპუტატი განათლების რეფორმაზე
by ინფოLIFE
-
სკოლის მანდატურის სამსახური ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს ეძებს – კონკურსის პირობები და ხელფასი
by ინფოLIFE
-
აფხაზური ენის პედაგოგთა ფინანსური მხარდაჭერა იზრდება, „ენის პოპულარიზაცია“ კი ქრება – რა წერია ბიუჯეტში
by ინფოLIFE