რა ანაზღაურებას მიიღებენ საზაფხულო სკოლებსა და ახალგაზრდულ ბანაკებში დასაქმებული ექიმები და ექთნები – დადგენილება
მთავრობის დადგენილების თანახმად, ახალგაზრდული ბანაკებისა და საზაფხულო სკოლების განხორციელების პროცესში დასაქმებული ექიმებისა და ექთნების სახელფასო ფონდის მინიმალური ოდენობები დადგინდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმოწერით განისაზღვრა, რომ პროგრამის „ახალგაზრდული ბანაკით“ განსაზღვრული ღონისძიებების ფარგლებში:
თითოეულ ბანაკს ყოველთვიურად ემსახურება ერთი ექიმი და ერთი ექთანი. ყოველთვიურად ექიმის მინიმალური სახელფასო ფონდი განისაზღვრება 1 500 ლარით, ხოლო ექთნის მინიმალური სახელფასო ფონდი – 1 100 ლარით.
თითოეული ბანაკისათვის ყოველთვიურად შეისყიდება არაუმეტეს 1000 ლარის ღირებულების მედიკამენტები და სამედიცინო დანიშნულების საგნები.
გარდა ამისა, ექიმის/პარამედიკოსის მინიმალური სახელფასო ფონდი განისაზღვრება 1 500 ლარით, ხოლო ექთნის/უმცროსი ექიმის მინიმალური სახელფასო ფონდი – 1 100 ლარით.
პროგრამის „საზაფხულო სკოლებით“ განსაზღვრული ღონისძიებების ფარგლებში კი:
თითოეულ სკოლას ყოველთვიურად ემსახურება ერთი ექიმი და ერთი ექთანი. ყოველთვიურად ექიმის მინიმალური სახელფასო ფონდი განისაზღვრება 1 500 ლარით, ხოლო ექთნის მინიმალური სახელფასო ფონდი – 1 100 ლარით.
აქაც, თითოეული სკოლისთვის ყოველთვიურად შეისყიდება არაუმეტეს 1000 ლარის ღირებულების მედიკამენტები და სამედიცინო დანიშნულების საგნები.
-
„განათლების სისტემაში ხელფასი ქვეყნის საშუალო ხელფასის 60-70%-ია, გაქვთ თუ არა ზრდის პოლიტიკა?“ – კითხვა პრემიერ-მინისტრს და პასუხი
by ARIS.GE-განათლება
-
მოსწავლეთა ჯარის ბანაკს „საპატრიარქო საათის“ კომპონენტი დაემატა – „გექნებათ ჩვენს ეროვნულ, სულიერ ღირებულებებზე საუბრის საშუალება“
by ARIS.GE-განათლება
-
გამოცდების შედეგებმა ამ მასწავლებლების დეფიციტი გამოიწვია – რატომ შეცვალა განათლების სამინისტრომ კანონი
by ARIS.GE-განათლება