რა ცვლილება შეეხო საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე სტუდენტებს – ბრძანება
„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში” პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით ცვლილება შევიდა.
ცვლილება შეეხო მუხლს, რომელიც ტუბერკულოზის მართვას არეგულირებს. ბრძანების თანახმად, საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე სტუდენტის სტატუსის მფლობელები, რომლებიც სწავლობენ საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, შეიძლება იყვნენ ანტიტუბერკულოზური მედიკამენტების მოსარგებლეები, ისევე, როგორც საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე და საქართველოში მყოფი ბაქტერიაგამომყოფი (მგბ+) პირები (მკურნალობის შედეგად აბაცილირების შემთხვევაშიც).
„საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე და საქართველოში მყოფი ბაქტერიაგამომყოფი (მგბ+) პირები (მკურნალობის შედეგად აბაცილირების შემთხვევაშიც). ასევე ანტიტუბერკულოზური მედიკამენტების მოსარგებლეები, ამ მუხლში მითითებულ პირებთან ერთად, შეიძლება იყვნენ საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე სტუდენტის სტატუსის მფლობელები, რომლებიც სწავლობენ საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში“, – ვკითხულობთ ბრძანებაში.
-
24-ე საჯარო სკოლის კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა – გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა
by ინფოLIFE
-
„საიდან მოვიდა აზრი, რომ მოკლე განათლება ნიშნავს უკეთეს ხარისხს განათლებაში?“ – დეპუტატი განათლების რეფორმაზე
by ინფოLIFE
-
სკოლის მანდატურის სამსახური ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს ეძებს – კონკურსის პირობები და ხელფასი
by ინფოLIFE