რა ქონებას ფლობს მასწავლებელთა სახლის დირექტორი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორ ბერიკა შუკაკიძეს, ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2018 წლის 30 ოქტომბერს აქვს ჩაბარებული.
დოკუმენტის თანახმად, შუკაკიძის სახელზე რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონება არ ფიქსირდება, არ არის ჩართული რაიმე სახის სამეწარმეო საქმიანობაში და არ ფლობს ფასიან ქაღალდებს.
ბერიკა შუკაკიძეს „ბაზის ბანკის “ სახელფასო ანგარიშზე 40,58 ლარი აქვს დაფიქსირებული, „საქართველოს ბანკის“ ანაბარზე -70 000 დოლარი, იგივე ბანკის სახელფასო ანგარიშზე – 469,9 ლარი, ლიბერთი ბანკის სახელფასო ანგარიშზე კი – 73,36 ლარი. დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მასწავლებელთა სახლის დირექტორს აქვს თიბისი ბანკის ვალი 80 000 ევრო. ხოლო საქართველოს „საქართველოს ბანკის“ საკრედიტო ბარათზე მინუსი აქვს – 2000 ევრო. დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ბერიკა შუკაკიძემ უძრავი ქონების გაყიდვით მიიღო 70 000 დოლარი და ასევე ცალკე 6000 დოლარი.
მასწავლებლის სახლის დირექტორს, 2017 წელს შემოსავლები მიღებული აქვს სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებში მუშაობის შედეგად. NIMD დემოკრატიის სკოლაში, ტრენერის პოზიციაზე, 2017 წლის დეკემბერში მიღებული აქვს 700 ევრო. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე 2017 წელს ჯამში მიღებული აქვს 24 ათასი ლარი. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კი რექტორის მრჩეველისა და ლექტორის პოზიციაზე მუშაობისას მიღებული აქვს 29 600 დოლარი.
თ.ვ.
-
„საიდან მოვიდა აზრი, რომ მოკლე განათლება ნიშნავს უკეთეს ხარისხს განათლებაში?“ – დეპუტატი განათლების რეფორმაზე
by ინფოLIFE
-
სკოლის მანდატურის სამსახური ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს ეძებს – კონკურსის პირობები და ხელფასი
by ინფოLIFE
-
აფხაზური ენის პედაგოგთა ფინანსური მხარდაჭერა იზრდება, „ენის პოპულარიზაცია“ კი ქრება – რა წერია ბიუჯეტში
by ინფოLIFE