რა სახის სამედიცინო შემოწმებას გაივლის წვევამდელი ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის დროს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით სამხედრო სამსახურისთვის სამხედრო-სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის ორგანიზებისა და განხორციელების წესი დამტკიცდა, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის დროს ჩასატარებელი სამედიცინო შემოწმების წესსაც მოიცავს.
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის ახალი ვადები განისაზღვრა
შემოწმებისას წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევ პირებს უტარდებათ შემდეგი გამოკვლევები:
- გულმკერდის ორგანოების რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
- სისხლის საერთო ანალიზი (ედს, ჰემოგლობინის, ლეიკოციტების განსაზღვრა);
- სისხლის გამოკვლევა (ჯგუფზე და რეზუს ფაქტორზე, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსზე, B ჰეპატიტის ვირუსზე, C ჰეპატიტის ვირუსზე, ათაშანგზე);
- შარდის საერთო ანალიზი (ხვედრითი წონა, PH, ცილა, გლუკოზა);
- სიმაღლისა და სხეულის მასის გაზომვა (საჭიროების შემთხვევაში კისრის, მუცლის, თეძოს გარშემოწერილობა და საჭიროების შემთხვევაში, სხვა ანთროპომეტრიული გამოკვლევები);
საჭიროების შემთხვევაში სხვა გამოკვლევები.
წესის თანახმად, შესამოწმებელ პირს უტარდება ქირურგის, თერაპევტის, ნევროპათოლოგის, ფსიქიატრის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, სტომატოლოგის, და დერმატოვენეროლოგის კონსულტაცია. საჭიროების შემთხვევაში სხვა სპეციალობის ექიმების კონსულტაციები.
გამოკვლევების, ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციების, ანთროპომეტრიული მონაცემების, მედიკამენტებისა და სხვა ნივთიერებათა გადაუტანლობაზე (აწეულ მგრძნობელობაზე) მონაცემების შედეგები ფიქსირდება/აისახება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირის სამედიცინო შემოწმების ბარათში.
რაც შეეხება შემოწმების შედეგების ასახვას და დასკვნას, განსაზღვრულია, რომ ექიმ-სპეციალისტის მიერ წვევამდელთა ეროვნულსამხედრო სამსახურში გასაწვევი პირის სამედიცინო შემოწმების ბარათის (დანართი №7) შესაბამის გრაფაში კეთდება ჩანაწერი დიაგნოზის შესახებ (დაავადების არარსებობის შემთხვევაში, კეთდება ჩანაწერი „ნორმის ფარგლებში”), აგრეთვე სამხედრო სამსახურისათვის შესაბამისობის კატეგორიის დასკვნა და სამხედრო სამსახურისათვის განკუთვნის მაჩვენებელი.
ექიმ-სპეციალისტს გამოაქვს დასკვნა სამხედრო სამსახურისათვის შესაბამისობის კატეგორიის შესახებ შემდეგი ფორმულირებით:
„ა“ – შესაბამისია სამხედრო სამსახურისათვის;
„ბ“ ‒ შესაბამისია სამხედრო სამსახურისათვის უმნიშვნელო შეზღუდვებით;
„გ“ – შეზღუდულად შესაბამისია სამხედრო სამსახურისათვის;
„დ“ – დროებით შეუსაბამოა სამხედრო სამსახურისათვის;
„ე“ – შეუსაბამოა სამხედრო სამსახურისათვის.
იხილეთ წესი დეტალურად
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE