რა სიახლეებია 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის უცხოური ენების ტესტებში
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტების შინაარსობრივი ნაწილისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდის დროის ცვლილების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
კერძოდ:
სიახლეები 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის უცხოური ენების ტესტში
• მოსმენის დავალება, 10 მცირე ზომის ტექსტის ნაცვლად, შედგება 5 შედარებით დიდი
ზომის ტექსტისაგან. თითოეულ ტექსტს ახლავს 2 შეკითხვა; საკითხების რაოდენობა ამ
დავალებისათვის, კვლავინდებურად, არის 10.
• ტესტიდან ამოღებულია მე-2 დავალება (განცხადებები). შესაბამისად ტესტი, 10
დავალების ნაცვლად, შედგება 9 დავალებისაგან.
• მე-8 დავალება, რომელიც გულისხმობდა ზმნების (ან მეტყველების სხვა ნაწილების)
ჩასმას სწორ გრამატიკულ ფორმაში, გახდა არჩევითბოლოიანი. 4 მოცემული შესაძლო
პასუხიდან აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს ერთი სწორი პასუხი. ეს დავალება, ამავე
დროს, გახდა 10 საკითხიანი. 2017 წლის ტესტში ამ დავალების ნომერი იქნება 7.
• ტესტის მაქსიმალური ქულაა 90.
ცვლილებებია ერთ–ერთ არჩევით საგანშიც:
არჩევითი საგნის „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება“ საგამოცდო დროის ხანგრძლივობა იქნება 3 საათი.
“არჩევითი საგანი „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება“ სამი წელია, რაც ერთიან ეროვნულ გამოცდებს დაემატა. დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ ამ ტესტისათვის გამოყოფილი დრო საკმაოდ ხანგრძლივია – აბიტურიენტების დიდი ნაწილი ტესტზე მუშაობას დაახლოებით 2 საათსა და 30 წუთს ანდომებს. 2016 წელს ახალი ფორმატით ჩატარებულ გამოცდაზე დაკვირვებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ 3 საათი „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდისათვის“ ოპტიმალური საგამოცდო დროა. შესაბამისად, 2017 წელს ამ გამოცდას 3 საათი დაეთმობა, ნაცვლად 3 საათისა და 30 წუთისა”,– აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
ყველაზე დაბალი ბარიერი მისაღებ გამოცდებზე – რამ განაპირობა უცხო ენის გამოცის ცვლილებები
-
ცნობილია, როგორ შეფასდება ტესტები აბიტურიენტის, სამაგისტრო, საგრანტო და მასწავლებლის გამოცდებზე 2026 წელს
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია, როდის დაიწყება სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია – ვადები და პირობები
by სტუდენტთა საგრანტო კონკურსი
-
რომელი საგანი რამდენმა აბიტურიენტმა აირჩია – დეტალური სტატისტიკა 2026
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
