GE

რა წავიკითხოთ ზამთრის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია რატი ამაღლობელი

როგორ უნდა გავხადოთ დასვენება სასიამოვნოსთან ერთად სასარგებლო, უნდა ვიკითხოთ თუ არა და რა უნდა წავიკითხოთ ზამთრის არდადეგებზე, – Aris.ge -განათლების რუბრიკის სტუმარია პოეტი რატი ამაღლობელი:

– იმდენად ბევრია წასაკითხი მასალა, ძალიან ძნელია შენი სუბიექტური გემოვნება შესთავაზო ახალგაზრდა თაობას, თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ მოზრდილ ასაკაში არდადეგებზე, განსაკუთრებით ზამთარში, სათავგადასავლო ლიტერატურის წაკითხვა ძალიან საინტერესო იქნება. რაც შეეხება სკოლის ასაკის მოზარდებს, მათ დასვენების დღეები კლასიკის წაკითხვას უნდა დაუთმონ, რადგან ჩამოუყალიბდეთ ნამდვილი გემოვნება. მოზარდობიდანვე უნდა ჰქონდეთ დახვეწილი გემოვნება, გემოვნებას კი კლასიკური და დიდი ლიტერატურა ავითარებს. ჩემთვის ცხოვრების ხუთი წიგნად მაინც რჩება ჰომეროსის „ილიადა“ და „ოდისეა“, „ვეფხისტყაოსანი“, „სახარება“, გოეთეს „ფაუსტი“ და ვაჟა-ფშაველას „სტუმარ -მასპინძელი“.

მაშ ასე, გთავაზობთ რატი ამაღლობელის მიერ ახალგაზრდებისთვის ზამთრის არდადეგებზე შემოთავაზებული საკითხავი ლიტერატურის ჩამონათვალს:

  • გაბრიელ გარსია მარკესი – „მარტოობის ასი წელი“
  • მარიო ვარგას ლიოსას – „დეიდა ხულია“
  • მილან კუნდერას-„უკვდავება“
  • ჰემინგუეი
  • ორჰან ფამუქი – „მე მქვია წითელი“

ხოლო სკოლის მოსწავლეებს რატი ამაღლობელი ურჩევს წაიკითხონ:

  • ჰომეროსის – „ილიადა“ და „ოდისეა“
  • შექსპირის – „ჰამლეტი“ და ტრაგედიები
  • სოფოკლე
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური