GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „იდეიდან ბიზნესამდე“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

2026 წლის 23 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის „იდეიდან ბიზნესამდე“ დასკვნითი ღონისძიება.

პროექტი დასრულდა ინტელექტუალური შეჯიბრით, რომლის ფარგლებშიც მონაწილე გუნდებმა წარმოადგინეს დამუშავებული ბიზნეს-იდეები.

ჟიური, რომელიც ბიზნეს სექტორისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული, იდეებს აფასებდა ანალიტიკური აზროვნების, ინოვაციურობისა და რეალისტურობის კრიტერიუმებით.

გამოვლინდა სამი გამარჯვებული:

I ადგილი – ასმათ ნორზალოვი, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი („GEORGIAN FOOTPRINTS“);
II ადგილი – გურამ ფარეხელაშვილი, ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი („Eco Snack“);
III ადგილი – გიორგი ნადირაშვილი, ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი („FitFuel“).

გამარჯვებულებს გადაეცათ ტექნიკის სასაჩუქრე ვაუჩერები, მონაწილეებს კი კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რექტორის მოადგილე ბატონი ზურაბ ზურაბაშვილი და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეა ხორგუაშვილი.

ორი თვის განმავლობაში პროექტის ფარგლებში მოეწყო ტრენინგების ციკლი (4 მოდული) და შეხვედრა წარმატებულ მეწარმესთან.

პროექტი „იდეიდან ბიზნესამდე“ მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში სამეწარმეო აზროვნების, ინოვაციური მიდგომებისა და ბიზნესის დაგეგმვის პრაქტიკული უნარების განვითარებას, რომლის მხარდამჭერებიც გახლდნენ:

  • სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო
  • სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პროექტს ხელმძღვანელობდა: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მარიამ სადაღაშვილი, ხოლო საორგანიზაციო ჯგუფს წარმოადგენდნენ: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ალექსანდრე სადაღაშვილი, ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი სოფო ციცაგი, საჯარო მმართველოს საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი გურამ ბალახაშვილი, საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ნატო ბიჩენოვი.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური