SANGU მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტურ ადგილებზე ინფორმაციას აქვეყნებს
მობილობის მსურველთა რეგისტრაცია მობილობის ონლაინ პორტალზე იწარმოებს 24 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, 18:00 საათამდე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:
ისტორია – 10 ადგილი
ქართული ფილოლოგია – 15 ადგილი
სამართალი – 15 ადგილი
საერთაშორისო ურთიერთობები – 6 ადგილი
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:
ქართული ფილოლოგია – 5 ადგილი
საქართველოს ისტორია – 5 ადგილი
სამართალი – 5 ადგილი
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა:
საქართველოს ისტორია – 4 ადგილი
ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:
ბიზნესის ადმინისტრირება – 11 ადგილი
ფსიქოლოგია – 11 ადგილი
კომპიუტერული მეცნიერება – 11 ადგილი
ინფორმაციული ტექნოლოგიები და კიბერუსაფრთხოება – 12 ადგილი
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:
სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია – 5 ადგილი
ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება – 5 ადგილი
კომპიუტერული მეცნიერება – 5 ადგილი
მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები
მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია, საბუთების მიღება – 2026 წლის 10-16 სექტემბერი.
აღიარების კომისიების მუშაობა, დასკვნების მომზადება, სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის ან უარის წერილობითი დადასტურება – 2026 წლის 10-17 სექტემბერი.
დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად – 2026 წლის 18 სექტემბერი.
მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და მართვის სისტემაში წარდგენა – არაუგვიანეს 2026 წლის 21 სექტემბრისა.
მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა
- განცხადება (ჩამოტვირთეთ განცხადება);
- სტუდენტის ანკეტა (ივსება ელექტრონულად);
- სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი ან მისი ამონაწერი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული; მაგისტრანტებისათვის – ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებული ტესტის ტიპის შესახებ;
- სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული;
- ფოტოსურათი დისკზე (3×4);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების, არსებობის შემთხვევაში, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია უნივერსიტეტის I კორპუსის 103-ე ოთახში.
-
SANGU-ს საბაკალავრო პროგრამები და ფინანსური შეღავათები სტუდენტებს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-სა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ში აკადემიური დისკუსია – „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“ გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი