CIU-ს სტუდენტებმა ევროპის საუნივერსიტეტო თამაშების მაგიდის ჩოგბურთის ტურნირზე საქართველოს სახელით პირველი გამარჯვება მოიპოვეს
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) სტუდენტებმა, ნინი ლიპარტიამ და ნინო ბერიძემ, იტალიის ქალაქ სალერნოში მიმდინარე ევროპის საუნივერსიტეტო თამაშების (EUSA 2026) მაგიდის ჩოგბურთის ტურნირზე საქართველოს სახელით პირველი, ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.
ქალთა წყვილთა ასპარეზობის პირველ შეხვედრაში CIU-ის წარმომადგენლებმა ბოლონიის უნივერსიტეტის (იტალია) სტუდენტების – ბალბაი / პპალის წყვილი ანგარიშით 3:1 დაამარცხეს.
აღნიშნული გამარჯვებით ქართველი სტუდენტები ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე (საუკეთესო 16 წყვილს შორის) გავიდნენ, სადაც მათი მეტოქეები ლიუბლიანის უნივერსიტეტის (სლოვენია) წარმომადგენლები – პაულინი და სტრაჟარი იქნებიან.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს ნინი ლიპარტიასა და ნინო ბერიძეს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს ევროპის საუნივერსიტეტო თამაშებზე!
აღსანიშნავია, რომ CIU-ს სტუდენტები ევროპის საუნივერსიტეტო თამაშებზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით იმყოფებიან.
-
CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე, სტუდენტებისთვის თეორიული და პრაქტიკული სესიები იმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი რობოტული ქირურგიის სიმულაციურ ტრენინგს უმასპინძლებს
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-სა და გდანსკის უნივერსიტეტის მკვლევართა თანამშრომლობით, ახალი საერთაშორისო აკადემიური კრებული – Mass Communication in the Digital Era გამოიცა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი