საერთა სამაგისტრო გამოცდის I სესიაზე გამოსაცდელთა 17%-მდე არ გამოცხადდა
დღეს, 23 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდა დაიწყო. წელს 10 000-ზე მეტი საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველია დარეგისტრირებული.
მაგისტრანტობის კანდიდატები გამოცდას ორი დღის განმავლობაში, ორ სესიად აბარებენ წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის ნაწილებში.
დილის სესიაზე ორი დაგვიანების შემთხვევა დაფიქსირდა.
ხვალ, 24 ივლისს გამოცდა გაგრძელდება ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილებით, ასევე ორ სესიად.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, პირველ სესიაზე განაწილებული მაგისტრანტობის კანდიდატების 83%-ზე მეტი გამოცხადდა.
გარდა მაგისტრობის მსურველებისა, დღესვე სომხური ენის გამოცდას აბარებენ მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები. მათგან გამოცდაზე გამოცხადდა რეგისტრირებულთა 82%-ზე მეტი აპლიკანტი.
ასევე იხილეთ:
-
გამოქვეყნდა 2026 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის აპელაციის შედეგები, გათანაბრებული ქულები და მაგისტრანტების სია
by სიახლეები სამაგისტრო გამოცდებზე
-
2026 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის საბოლოო შედეგები და ქულათა გათანაბრების ცხრილი
by შედეგები (2013-2026)
-
როგორ გავასაჩივროთ საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგი – ინსტრუქცია 2026
by სიახლეები სამაგისტრო გამოცდებზე