რას და როგორ ისწავლიან სტუდენტები ამ ფაკულტეტზე – დამტკიცდა კიბერუსაფრთხოების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 28 იანვარს დამტკიცდა კიბერუსაფრთხოების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი.
კიბერუსაფრთხოების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი არის აკადემიური განათლების სტანდარტი, რომელიც კიბერუსაფრთხოების I და II საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის განსაზღვრავს პირისთვის კვალიფიკაციის მისანიჭებლად აუცილებელი სწავლის შედეგების მინიმალურ მოთხოვნებს, მათ მისაღწევად საჭირო სწავლება‐სწავლისა და შეფასების მიდგომებს.
წინამდებარე დარგობრივი მახასიათებლის გაცნობა რეკომენდებულია:
– აბიტურიენტისთვის, რომელსაც სურს შეისწავლოს კიბერუსაფრთხოება საბაკალავრო/სამაგისტრო საფეხურზე. ასევე, სტუდენტისთვის, რომელსაც აინტერესებს რა ცოდნას, უნარებსა და კომპეტენციებს შეიძენს კიბერუსაფრთხოების საბაკალავრო/სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ;
– დამსაქმებლისთვის, რომელსაც სურს კიბერუსაფრთხოების საბაკალავრო ან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულის ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების შესახებ ინფორმაციის მიღება. საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შეისწავლონ, საკუთარი წვლილი შეიტანონ და ხელი შეუწყონ კიბერუსაფრთხოების გამოწვევების პროფესიულ დონეზე მართვას;
– ხარისხის (შიდა და გარე) უზრუნველყოფის პროცესში ჩართულ პირთათვის, რომლებსაც ევალებათ საგანმანათლებლო პროგრამების პერიოდული შეფასება და მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა. დარგობრივი მახასიათებლის გაცნობა და გათვალისწინება სავალდებულოა ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის, რომელსაც სურს შეიმუშავოს და განახორციელოს კიბერუსაფრთხოების საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამა.
წინამდებარე დარგობრივი მახასიათებელი ერთი მხრივ, წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს განსაზღვრულ საკითხთან მიმართებით, მაგალითად, სწავლა‐სწავლების მეთოდები, შეფასება და რესურსები, მეორე მხრივ, დოკუმენტს სავალდებულო ხასიათი აქვს.
დარგობრივი მახასიათებლის მოქმედების ვადაა 7 წელი.
დანართი: კიბერუსაფრთხოების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი
-
„თუ ასეთი აბიტურიენტები მაინც ხდებიან სტუდენტები, უნივერსიტეტში სწავლას ვეღარ ახერხებენ“ – სპეციალისტი
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტი ქიმიაში
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„ვიცით, რა უნდა ვასწავლოთ, მაგრამ ახალ წიგნებში რა იქნება, ეგ არ ვიცით – მასწავლებელი გამოწვევის წინაშეა“
by ARIS.GE-განათლება