რა ხდება, თუ სტუდენტს სტატუსი შეჩერებული აქვს იმ პროგრამაზე, რომელზეც უნივერსიტეტს მიღების უფლება აღარ აქვს – ბრძანება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 22 ივლისის ცვლილება შევიდა „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში.
ცვლილება ეხება იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, რომლებზე მიღების უფლებაც უნივერსიტეტებს უმაღლესი განათლების რეფორმის დაწყების შემდეგ აღარ აქვთ – გაუქმდა.
ცვლილებით განისაზღვრა რა გამოსავალი აქვს სტატუსშეჩერებულ სტუდენტს, სხვა უნივერსიტეტში მობილობისთვის და როგორ უნდა მოიქცეს ის.
ბრძანებას დაემატა ახალი ჩანაწერი, სადაც ვკითხულობთ: “სტუდენტს, რომელსაც სტატუსი შეჩერებული აქვს იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მიღების უფლება არ აქვს საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილების შესაბამისად, 2026-2027 სასწავლო წელს მობილობის უფლება წარმოეშობა სწავლის პერიოდის ხანგრძლივობის მიუხედავად. ამ უფლებით სარგებლობისთვის მან განცხადებით უნდა მიმართოს მართვის სისტემას“. [განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა].
გარდა ზემოაღნიშნული ცვლილებისა, ახლებურად ჩამოყალიბდა კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელიც საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე მოსწავლეებს ეხებათ და დადგინდა, რომ:
„საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობით ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული წესით ჩარიცხულ პირს, მობილობის უფლება წარმოეშობა პირობითი სტუდენტის სტატუსის მოპოვების მომდევნო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვებისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შემდგომ“.
ასევე იხილეთ:
-
ავარიულობის მიზეზით სწავლის შეწყვეტის შემდეგ, 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა აქცია გამართეს
by ARIS.GE-განათლება
-
შეცვლის თუ არა მოსწავლეების შედეგებს მათემატიკის ახალი სახელმძღვანელოები – სპეციალისტის მიგნებები
by ARIS.GE-განათლება
-
როგორი უნდა იყოს განათლების სამინისტროს ხედვით პასუხისმგებლიანი და ეთიკური მასწავლებელი – მოთხოვნები გაიწერა
by ARIS.GE-განათლება