დადგინდა რა ეღირება სასკოლო ფორმის ერთეულები ბიჭისთვის და გოგოსთვის – ბრძანება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ღირებულება განსაზღვრა.
EDU.ARIS.GE დღეს, 25 ივლისს გამოქვეყნებულ გივი მიქანაძის ბრძანებას გაეცნო, რომელშიც გაწერილია რეალიზაციის საფასური, ანუ რა ეღირება სასკოლო ფორმის კომპლექტის ერთეულები.
სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასურის ოდენობა თითოეული ერთეულისთვის შეადგენს:
სასკოლო პიჯაკი (ბიჭისთვის): 45 ლარი;
სასკოლო შარვალი (ბიჭისთვის): 25 ლარი;
სასკოლო პიჯაკი (გოგოსთვის): 45 ლარი;
სასკოლო შარვალი (გოგოსთვის): 25 ლარი;
სასკოლო ქვედაკაბა:
მოკლე: 25 ლარი;
გრძელი: 25 ლარი.
როგორც გივი მიქანაძის ბრძანებაში ვკითხულობთ, განსაზღვრული სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასური ფიქსირებულია და მისი განსხვავებული საფასურით რეალიზაცია დაუშვებელია.
ასევე იხილეთ:
-
ჯილდო 1000 ლარი აბიტურიენტს, რომელიც ეროვნული გამოცდის ერთ საგანში უმაღლეს ქულას მიიღებს – რეგიონის საკრებულოს დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
ვეკუას სკოლაში სასწავლო პროცესი გარკვეული დათქმებით განახლდა – „მოსწავლეთა დასწრება კარგია, ჩვეულებრივი“
by ARIS.GE-განათლება
-
საქართველოს რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაწყობდება სასკოლო ფორმები და განთავსდება ფასდაკლების ბანერები – სია
by ამბები ზოგადი განათლებიდან