27 ივლისი, 2026 17:54
სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეები საერთაშორისო ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალზე სახელწოდებით „ოქროს ტალღა“
ბათუმში საერთაშორისო ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალი სახელწოდებით ,,ოქროს ტალღა“- გაიხსნა, სადაც მონაწილეობა მიიღეს სკოლა პოლიგლოტის სამხატვრო სტუდიო „სფუმატოს“ ნორჩმა მხატვრებმა.
ფესტივალის პირველ დღეს გაიმართა გახსნის ცერემონია იახტკლუბში, სადაც ჩვენმა მოსწავლეებმა გამოფინეს ზღვის თემასთან დაკავშირებული ნახატები. მეორე დღეს კი ნორჩმა მხატვრებმა წარმოადგინეს პოდიუმი თავიანთი ნახატების მიხედვით: ქალთევზა, დელფინები, ზღვის ვარსკვლავი, მოანას კოსტიუმი, საზღვაო აქსესუარები და სხვა.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ხელოვნების მასწავლებელსა და სტუდია „სფუმატოს“ ხელმძღვანელს სოფიო ლიჩელს ნიჭიერი თაობის აღზრდისათვის. ასევე მადლობა ღონისძიების ავტორებს: ქალბატონ ერნა წიფურიასა და ქალბატონ ნინა ჩიხლაძეს ამ დაუვიწყარი დღეებისათვის
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS