რატომ შენარჩუნდა საატესტატო გამოცდებზე 8 საგანი – მაია მიმინოშვილის განმარტება უფროსკლასელებს
განათლების მინისტრის განცხადების შემდეგ, რომლის თანახმადაც, გამოსაშვები გამოცდების საგნების გადახედვის საკითხზე მუშაობა მიმდინარეობდა, მაღალკლასელ მოსწავლეებში მოლოდინი გაჩნდა, რომ საატესტატო გამოცდებიდან რომელიმე ან რამდენიმე საგნის ამოღება მოხდებოდა.
როგორც გამოცდების ცენტრში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, საატესტატო გამოცდებში მოსწავლეებს ისევ 8 საგნის ჩაბარება მოუწევთ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ მხრივ სიახლეებს არ გეგმავს.
როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა, EDU.ARIS.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიმე საგნის საატესტატო გამოცდიდან ამოღების შემთხვევაში, მოსწავლეებს ამ საგნის შესწავლის მოტივაცია გაუქრებათ, რაც სკოლებისთვის დამატებითი მტკივნეული ცვლილება იქნებოდა.
„ის, რაზეც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად შევჯერდით, მოდით ვთქვათ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ეს არის 8 ძირითადი საგანი, რომელსაც მოსწავლეეები სკოლაში სწავლობენ, რომელშიც სკოლა თითოეულ მოსწავლეს აფასებს და მნიშვნელივანია, რომ გამოცდაზე მოსწავლემ თითოეულ ამ საგანში მოახერხოს მინიმალური კომპეტენციის დადასტურება. ერთ-ერთი გამოცდის ამოღებით ჩვენ ხელს შევუწყობთ იმას, რომ მოსწავლეებს იმ საგნის შესწავლის მოტივაცია დაეკარგებათ. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ სკოლა ისედაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას და ეს კიდევ ერთი მტკივნეული ცვლილება იქნებოდა მათთვის“, – განმარტა მაია მიმინოშვილმა EDU.ARIS.GE-ს კითხვის პასუხად.
ამავე თემაზე:
2018 წლის სკოლის საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება – მაია მიმინოშვილი
რა ცვლილებები ელით 2018 წელს აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – მაია მიმინოშვილი
2018 წლის აბიტურიენტები გამოცდაზე საკუთარი კალმით მისვლას შეძლებენ
ტექსტის რედაქტირებაში 2018 წლის აბიტურიენტებს ნაკლები შეცდომის პოვნა მოუწევთ
კიდევ ერთი ცვლილება – არჩევით საგანს 2018 წლის აბიტურიენტები მხოლოდ ქართულ ენაზე ჩააბარებენ
რა უნდა გაითვალისწინონ 2018 წლის აბიტურიენტებმა არგუმენტირებული ესეს დაწერისას – დეტალები
მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება