2018 წლის აბიტურიენტები გამოცდაზე საკუთარი კალმით მისვლას შეძლებენ
შეფასებიდა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, გარდა შინაარსობრივი მხარისა, გარკვეულ ცვლილებებს ეროვნული გამოცდების ტექნიკურ ნაწილშიც გეგმავს. იმის გამო, რომ აბიტურინტები ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას გამოცდაზე მათთვის გადაცემული სამუშაო კალმების გამო, მაია მიმინოშვილი აპირებს, აბიტურიენტებს გამოცდაზე საკუთარი კალმის შეტანის უფლება მისცეს.
„არის ხოლმე პრეტენზიები კალმების გამო, საგამოცდო ცენტრების კონდიცირების გამო. მოგეხსენებათ, ცენტრები ძირითადად განთავსებულია საჯარო სკოლებში, ამიტომ გაგრილების სისტემების პრობლემას ჩვენი ძალებით ნამდვილად ვერ გადავჭრით. იყო შემთხვევა, მაგალითად ტექნიკურ უნივერსიტეტში, ერთი იძახდა– კარი დახურეთ ორპირი ქარიაო, მეორე იძახდა გააღეთ დავიხუთეო. ანუ ამ პრობლემის მოგვარება ცოტა რთულია. გეტყვით, რომ მომავალი წლიდან ტექნიკურ უნივერსიტეტში აღარ იქნება საგამოცდო ცენტრი და რომელიმე სკოლაში გადაინაცვლებს.
„რაც შეეხება საწერ კალმებს, ჩვენ ყოველ წელიწადს ვყიდულობთ, მაგრამ წელს ვფიქრობთ, ყველა აბიტურიენტს მივცეთ უფლება, რომ გამოცდაზე საკუთარი კალამი შეიტანოს. თუ არ მოსწონს 90–თეთრიანი ტუშიანი კალამი, შეუძლია 2–ლარიანი იყიდოს, ოღონდ თავად იქნება პასუხისმგებელი მის ვარგისიანობაზე“, – განაცხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
კალმებთან დაკავშირებული ცვლილების შესახებ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა EDU.ARIS.GE-ს ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ მიაწოდა.
“ალბათ იცით, რომ ნებისმიერი შესყიდვა კანონის შესაბამისად უნდა მოხდეს. აბიტურიენტებს კალამებით ჩვენ უზრუნველვყოფთ, ვუცვლით მაშინვე, როცა კი ეს საჭიროა და ვინახავთ შესაბამის პირობებში. არ არის გამორიცხული, რომ მომავალ წელს მათ, ვინც ჩვენი მიწოდებული კალმებით უკმაყოფილოა, ტუშის კალმების გამოცდაზე მოტანის უფლება მივცეთ”, – განგვიცხადეს მაშინ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
რა ცვლილებები ელით 2018 წელს აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – მაია მიმინოშვილი
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
„დაიცავი განათლება“ – მთავრობის დაგეგმილი რეფორმა თბილისში მარშით გააპროტესტეს
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ იმუშავებს ორ სკოლაში დასაქმებულისთვის მენტორის სტატუსის მოპოვების პროცედურა ახალი სქემით
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი, მოადგილეები და მათი თანაშემწეები – როგორ ნაწილდება ხელფასები თანამდებობების მიხედვით განათლების სამინისტროში 2026 წელს
by ARIS.GE-განათლება