„როცა 10 წლიანი გეგმა 3 წლისთვისაც არაამბიციურია, როცა იგნორირებას უკეთებ მთავარ გამოწვევებს“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, განათლების სპეციალისტი, მანანა რატიანი განათლების სამინისტროს 10-წელიანი სტრატეგიის წარდგენას ეხმაურება და პრეზენტაციის შემდეგ გაჩენილი ასოციაციის შესახებ წერს:
განათლების 10 წლიანი გეგმის წარდგენით ინსპირირებული:
“- თუ შეიძლება მითხარით, რომელ გზას უნდა დავადგე?
– ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სად გინდა მოხვდე!
– თუ შენთვის სულ ერთია საით წახვიდე, ყოველთვის აღმოჩნდები იქ სადაც არ გინდა“
როცა 10 წლიანი გეგმა 3 წლისთვისაც არაამბიციურია, როცა იგნორირებას უკეთებ მთავარ გამოწვევებს, როცა ახალი კადრების მოზიდვაზე სისტემაში და კვალიფიციური კადრების შენარჩუნებაზე არაფერს ამბობ, როცა 2 წლის კოვიდის პირობებში მიღებულ დანაკარგს თვალს არ უსწორებ, როცა დირექტორები კვლავ მოვალეობის შემსრულებლები არიან, როცა ავტონომიურობის გაზრდა და დეცენტრალიზაცია მხოლოდ სტრატეგიებში ჩაწერილი შეუსრულებელი მისიაა, როცა მიღებულ გამოცდილებას უგულებელყოფ, როცა 21-ე საუკუნის გლობალურ გამოწვევებს ვერ აღიქვამ და ვერც პასუხობ, როცა გეგმავ მხოლოდ იმას, რასაც ისედაც აკეთებდი ჩნდება კითხვა – დანინგ-კრუგერის ეფექტის საწყისი სტადიის თავდაჯერებულობასთან გვაქვს საქმე თუ კეროლის ალისას გზააბნეულობასთან?”, – წერს მანანა რატიანი და პოსტს ამ ფოტოს ურთავს:
შეგახსენებთ, რომ მანანა რატიანი არაერთი წლის განმავლობაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
-
„არასდროს დაიჯეროთ, რომ სვანურის, მეგრულის და ლაზურის შესწავლა რამეს დააკლებს ჩვენს ერთიანობას“ by არამხოლოდ განათლება
-
შალვა პაპუაშვილი: 2012 წელს განათლებისა და მეცნიერებისთვის გათვალისწინებული იყო 600 მილიონო ლარი, 2022 წელს კი, გათვალისწინებულია მილიარდ 623 მილიონი ლარი by პოზიცია
-
„აუცილებელია რემედიაციის პროგრამები“ – ასე უნდა დაძლიონ სკოლებმა პანდემიის შედეგად მოსწავლეთა ჩამორჩენა by პოზიცია