როდის და სად შეძლებენ 2018 წლის მასწავლებელთა გამოცდის ჩაბარების შესახებ ცნობის აღებას აპლიკანტები
მასწავლებელთა 2018 წლის გამოცდების შედეგების გამოცხადება დასრულებულია. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, აპელაციის პროცესის დასრულების შემდეგ შეძლებენ პედაგოგები და მასწავლებლობის მსურველები გამოცდის ჩაბარების შესახებ ცნობის აღებას.
„ახლაც შეიძლება განცხადების დაწერა, მაგრამ აპელაციის დასრულებამდე ცნობა არ გაიცემა. ცნობის აღება თბილისში (მინდელის ქუჩა №9) შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეუძლიათ, ხოლო რეგიონებში – განათლების სამინისტროს რესურსცენტრებში. განცხადების დაწერიდან 5 დღეში გაიცემა ცნობა უფასოდ.
მოქმედ მასწავლებლებსაც, რომლებსაც გამოცდა ჩაბარებული აქვთ, შეუძლიათ განცხადების დაწერა ჩვენთან და ისინიც მიიღებენ ამ ცნობას. თუმცა მოქმედ მასწავლებლებს პირდაპირ აესახებათ ელექტრონულ ბაზაში გამოცდის ჩაბარების შესახებ ინფორმაცია და ამისთვის არ არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განცხადების დაწერა საჭირო. ცენტრი მასწავლებლის სახლს პირდაპირ აწოდებს ამ ინფორმაციას“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
-
ახალი საათობრივი ბადე და განათლების სამინისტროს მითითებები სკოლებს – ორი დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
ავარიულობის მიზეზით სწავლის შეწყვეტის შემდეგ, 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა აქცია გამართეს
by ARIS.GE-განათლება
-
შეცვლის თუ არა მოსწავლეების შედეგებს მათემატიკის ახალი სახელმძღვანელოები – სპეციალისტის მიგნებები
by ARIS.GE-განათლება