როდის დაიწყება ზაფხულის გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება – NAEC-ის განმარტება
“შედეგების გამოცხადება სრულად დასრულდება აგვისტოს პირველ რიცხვებში”, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო წერეთელმა გორში გახსნილ საგამოცდო ცენტრში დღეს, 23 ივლისს განაცხადა.
NAEC-ის ხელმძღვანელმა აბიტურიენტებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მათ თავიანთი პრიორიტეტული ჩამონათვალის ცვლილების უფლება ისევ ექნებათ და ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ:
”ნებისმიერ აპლიკანტს შესაძლებლობა ექნება, რომ გაასაჩივროს თავისი ნაშრომი. აბიტურიენტებისთვის ხაზგასმით მინდა ვთქვა, შედეგების ნახვისა და, რა თქმა უნდა, აპელაციის პროცესის დასრულების შემდგომ, მათ ექნებათ საშუალება, შეცვალონ თავიანთი არჩევანი, ჩამოაყალიბონ, რომელი პროგრამები, რომელი უმაღლესებია მათთვის უკეთესი და დაალაგონ რეიტინგულად ეს სია”, – განაცხადა ნინო წერეთელმა.
2025 წლის ზაფხულის გამოცდები 23 ივლისს ყველა მონაწილისთვის სრულდება.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
გამოქვეყნდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტი ქიმიაში
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„ვიცით, რა უნდა ვასწავლოთ, მაგრამ ახალ წიგნებში რა იქნება, ეგ არ ვიცით – მასწავლებელი გამოწვევის წინაშეა“
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები ისტორიაში
by ARIS.GE-განათლება