როდის გამოქვეყნდება 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი – NAEC-ის პასუხი
2025წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. როგორც ცნობილია, გამოცდები ივლისის თვეში უნდა დაიწყოს და ივლისშივე დასრულდეს.
აბიტურიენტებისთვის აქტუალურ კითხვას, როდის იქნება ცნობილი გამოცდებსი დეტალური განრიგი საგნების მიხედვით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 5 ივნისს ასე პასუხობს: “განრიგი უახლოეს პერიოდში დამტკიცდება და გამოქვეყნდება”.
ცნობისთვის, 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკა აბიტურიენტთა არჩევანის მიხედვით, ასე გამოიყურება:
– ისტორია აირჩია 18 900-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
– მათემატიკა აირჩია 13 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
– გეოგრაფია აირჩია 2 300-მა აბიტურიენტმა;
– ლიტერატურა აირჩია 1 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
– სამოქალაქო განათლება აირჩია 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
– ქიმია აირჩია 2 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
– ფიზიკა აირჩია 900-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
– ბიოლოგია აირჩია 3 200- ზე მეტმა აბიტურიენტმა;
– ხელოვნება აირჩია 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან“
by ARIS.GE-განათლება
-
სასწავლო გრანტების დღეს არსებული მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობები შენარჩუნდება 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით
by ARIS.GE-განათლება
-
„ვერ მოესწრება“ – დიდი ალბათობით, 2026 წლის აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების რეფორმით დაგეგმილი ჩარიცხვის ახალი წესი არ შეეხებათ
by ARIS.GE-განათლება