როდის გამოქვეყნდება აბიტურიენტთა გამოცდების სტატისტიკური ანალიზი ყველა საგანში
2017 წლის აბიტურიენტთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნების პროცესში თითოეული საგნის სტატისტიკური ანალიზი, სადაც ნაჩვენებია რამდენმა აბიტურიენტმა გადალახა ზღვარი, რამდენი ჩაიჭრა, რა ქულები დაიწერა და ა.შ, არ გამოქვეყნდება. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.
“საქმე ისაა, რომ აპელაციების შემდეგაც კი, ერთადერთი საგანი, სადაც სტატისტიკური მონაცემები არ იცვლება არის ზოგადი უნარები და მისი დეტალური სტატისტიკის გამოქვეყნება შედეგების გამოცხადებისთანავე ხდება. რაც შეეხება ყველა დანარჩენ საგანს, აბიტურიენტის გასაჩივრების შემდეგ, სტატისტიკური მონაცემები იცვლება და სწორედ ამიტომ მისი აპელაციის დადებამდე გამოქვეყნება არ ხდება. თუ წინასწარ გამოქვეყნდა, ცდომილება იქნება სტატისტიკაში, ამიტომ ყველა დანარჩენი საგნის სტატისტიკური ანალიზი გამოქვეყნება აპელაციის დასრულებისა და მისი შედეგების გამოცხადების შემდეგ”, – განგვიმარტეს გამოცდების ცენტრში.
მათივე ინფორმაციით, აპელაციის პროცესისა და ვადების შესახებ ინფორმაცია ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ გამოქვეყნდება და აბიტურიენტებს თავიანთი შედეგის გასაჩივრება შეეძლებათ.
2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები და პასუხები
-
ჯილდო 1000 ლარი აბიტურიენტს, რომელიც ეროვნული გამოცდის ერთ საგანში უმაღლეს ქულას მიიღებს – რეგიონის საკრებულოს დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
ვეკუას სკოლაში სასწავლო პროცესი გარკვეული დათქმებით განახლდა – „მოსწავლეთა დასწრება კარგია, ჩვეულებრივი“
by ARIS.GE-განათლება
-
საქართველოს რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაწყობდება სასკოლო ფორმები და განთავსდება ფასდაკლების ბანერები – სია
by ამბები ზოგადი განათლებიდან